17:15 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-25 23:00:32, 463 ნახვა

საზოგადოება
ენმ-ის ცნობით, მათი ფოთის რაიონული ორგანიზაციის ოფისი დაარბიეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის რაიონული ორგანიზაციის ოფისი დაარბიეს. აღნიშნულ ინფორმაციას პარტი თავად ავრცელებს.

როგორც ენმ-ის ფოთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, დავით ხომერიკი აღნიშნავს, ყველგან კამერები აყენია და არ უნდა გაჭირდეს იმის ნახვა, თუ ვინ გააკეთა აღნიშნული, თუმცა ამასთან, ის აღნიშნავს, რომ გამოძიების იმედია არ აქვს.

“მოვედით ოფისში, გარედან მაინც და მაინც არ ეტყობოდა, მაგრამ შიგნით შესვლის შემდგომ ფანჯრები დაგვხვდა ჩამსხვრეული. ეს არ არის შემთხვევითობა, ან უამინდობის ბრალი, ფანჯარას აქვს ორმაგ მინა და რამდენჯერმე ძლიერად აქვთ ნასროლი მძიმე საგანი, რის შემდეგად დაიმსხვრა ფანჯრები. ცენტრალური ქუჩაა, ყველგან კამერები აყენია და არ უნდა გაუჭირდეთ იმის ნახვა, თუ ვინ გააკეთა ეს, მაგრამ არ მაქვს გამოძიების იმედი, რადგან ეს ყველაფერი ხელისუფლების მიერ არის წახალისებული“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დავით ხომერიკმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics