|
2024-06-25 15:00:39, 395 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი - ქალთა მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობების შემთხვევების სიმრავლე საგანგაშოა
საგანგაშოა ქალთა მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობების შემთხვევების სიმრავლე,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა პარლამენტის პლენარულ სესიაზე, სადაც კანონმდებლებს 2023 წელს, საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში წარუდგინა. როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ძალადობის თავიდან აცილების, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიმართულებით არაერთი გამოწვევა რჩება. "14 წლის აითაჯ შახმიროვას გენდერული ნიშნით ჩადენილი განზრახ მკვლელობა ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვის და დახმარების მიმართულებით არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს. სამწუხაროდ, მიუხედავად მნიშვნელოვანი წინსვლისა, არაერთი გამოწვევა რჩება ძალადობის თავიდან აცილების, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიმართულებით, შედეგად, კვლავ საგანგაშოა ქალთა მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობების შემთხვევების სიმრავლე. უთანასწორო გარემო ხელს უშლის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ქალთა თანაბარ მონაწილეობას, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ქალთა გადაწყვეტილების მიღებისა და სამშვიდობო პროცესში მათი ჩართულობას და გაძლიერებას. პრობლემად რჩება ბავშვობის ასაკში ქორწინებისა და ნიშნობის მავნე პრაქტიკის აღმოფხვრა და გოგოების სათანადოდ დაცვა. გამოწვევაა რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლების ეფექტიანი განხორციელება და სერვისებზე წვდომა. ქვეყანაში მოქმედი პროგრამები ვერ უზრუნველყოფს სათანადოდ ბავშვებისა და მათი ოჯახების გრძელვადიან მხარდაჭერასა და გაძლიერებას. კვლავ მაღალია მოსწავლეთა სწავლის მიტოვების, სტატუსის შეჩერების მაჩვენებელი. მნიშვნელოვანია ბავშვთა მიმართ ძალადობის დროული გამოვლენის, ეფექტიანი, კოორდინირებული და ბავშვზე მორგებული რეაგირების გაძლიერება. 2023 წელს სახელმწიფოს, თანასწორობის პოლიტიკის და დაუცველი ჯგუფების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს, არ გაუმჯობესებულა არც პოლიტიკის დოკუმენტები, არც საკანონმდებლო რეგულირება",- განაცხადა იოსელიანმა. ომბუდსმენის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ აქ.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)