17:57 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-21 13:13:47, 427 ნახვა

საზოგადოება
როგორ აფასებს CityPay.io-ს თანადამფუძნებელი Startup Grind-ის ღონისძიებას

"საქართველოს ბანკი", სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას აქტიურ რეჟიმში უჭერს მხარს და ამ მიმართულებით ინიციატივების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind-ის კიდევ ერთი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე სპიკერების რანგში, ქართული სტარტაპის CityPay.io-ს დამფუძნებლები ბექა ქემერტელიძე და ერალპ ჰატიპოღლუ იყვნენ. ღონისძიება მიზნად ისახავდა მათი პირადი  გამოცდილების გაზიარებას.  ერალპ ჰატიპოღლუმ ისაუბრა  თუ რა გზა გაიარეს მათ ამ 3 წლის განმავლობაში, დაარსებიდან - ინვესტიციამდე.  ისაუბრეს, თუ რა იყო თავდაპირველი იდეა, როგორ შეძლეს 10 მლნ. დოლარის  დაფინანსების მოპოვება და როგორ გავიდნენ საერთაშორისო ბაზარზე, ასევე თუ რა გამოწვევები ჰქონდათ გზადაგზა და როგორ გაუმკლავდნენ მათ.

„მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებდი Startup Grind-ის შეხვედრაში, სპიკერის რანგში და შევხვდი ტექნოლოგიებისა და ბიზნესის სფეროთი დაინტერესებულ არაერთ საინტერესო ადამიანს. მიმაჩნია, რომ მსგავსი პლატფორმის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანი და ბენეფიტურია დამწყები სტარტაპერებისთვის, რადგან ასეთი ღონისძიებებით, მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ ისწავლონ ერთმანეთის გამოციდლებებზე, მათ წარმატებებსა თუ წარუმატებლობებზე, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს ქართული სტარტაპ ეკოსისტემის გაზრდას, განვითარებასა და ამ სექტორში ინოვაციების დანერგვას. დამწყებ სტარტაპერებს ვურჩევდი, რომ აირჩიეთ ის ბიზნეს იდეა, რომლითაც ყველაზე მეტად ხართ გატაცებული, შექმენით ძლიერი გუნდი და იყავით ადაპტირებადი, რადგან სტარტაპ გარემო მუდმივად ცვალებადია. ასევე, იზეიმეთ მცირე გამარჯვებები, რათა იყოთ მოტივირებული მთელი თქვენი სამეწარმეო „მარათონის“ განმავლობაში. გარდა ამისა, ვურჩევდი რომ იპოვონ, გაიცნონ და დაუახლოვნენ ადგილობრივ სტარტაპერებს, დაუკავშირდნენ უკვე გამოცდილ მეწარმეებს, მენტორებს, ინვესტორებს და ეცადონ მიიღონ მათი უკუკავშირი და მხარდაჭერა. ეს ყოველივე საჭიროა იმისთვის, რომ უფრო გამოცდილი ადამიანებისგან ვისწავლოთ და შეცდომები თავიდან ავირიდოთ“, - განაცხადა ერალპ ჰატიპოღლუმ, CityPay.io-ს თანადამფუძნებელმა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics