17:38 - 10 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-20 13:27:15, 487 ნახვა

პოლიტიკა
დავითაშვილი - ანაკლიის პორტის პროექტის კერძო პარტნიორის შესარჩევი პროცესი მაქსიმალური პასუხისმგებლობით მიმდინარეობს

ანაკლიის პორტის პროექტის კერძო პარტნიორის შესარჩევი პროცესი მაქსიმალური პასუხისმგებლობით მიმდინარეობს, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მედიასთან ანაკლიის პორტის პროექტთან დასმული შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა.

დავითაშვილის თქმით, "ეს იქნება კომპლექსური ეკოსისტემა, სადაც ბევრი პარტნიორისგან შემდგარი კონსორციუმი თანამშრომლობს სახელმწიფოსთან იმისთვის, რომ ჩვენ ამ პორტის მაქსიმალურად ხარისხიანი განვითარება მივიღოთ და მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული საქართველოს სტრატეგიული და კომერციული ინტერესები".

"სტრატეგიულ პარტნიორებთან გვაქვს მუდმივი დიალოგი, უშუალოდ მეც ვარ ჩართული ამ პროცესში და მათ აქვთ სრული ინფორმაცია ანაკლიის პორტის პროექტზე. იცით, რომ კონსორციუმის ერთ კომპანიაზე იყო საუბარი, გვყავს მეორე კომპანიაც  კონსორციუმში - China Harbour Investment, ასევე რამდენიმე ქვეკონტრაქტორი და აგრეთვე მოიაზრება რამდენიმე მნიშვნელოვანი, მაღალი რეპუტაციის, მათ შორის, ჩინური საერთაშორისო გადამზიდავი ხაზის ჩართულობა - ზოგადად, ეს იქნება კომპლექსური ეკოსისტემა, სადაც ბევრი პარტნიორისგან შემდგარი კონსორციუმი თანამშრომლობს სახელმწიფოსთან იმისთვის, რომ ჩვენ ამ პორტის  მაქსიმალურად ხარისხიანი განვითარება მივიღოთ და მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული საქართველოს სტრატეგიული და კომერციული ინტერესები...

სავარაუდოდ, რამდენიმე კვირა კიდევ დასჭირდება დიალოგს, რომ დაზუსტდეს ის საკითხები, რომელზეც მე მქონდა საუბარი, მათ შორის, საჯაროდაც იმისთვის, რომ კონსორციუმისგან მიღებული წინადადებები სრულად შესაბამისობაში იყოს ჩვენს სატენდერო მოთხოვნებთან. თუ ეს ასე მოხდა, რა თქმა უნდა, გამოვაცხადებთ გამარჯვებულს და გავაგრძელებთ მათთან თანამშრომლობას და შეთანხმებაზე მუშაობას", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ლევან დავითაშვილმა ანაკლიაში საზღვაო სამუშაოების დაწყებაზეც გააკეთა განმარტება და თქვა, რომ ბელგიური საერთაშორისო-საინჟინრო კომპანია, რომელიც სამშენებლო ნაწილში არის სახელმწიფოს კონსულტანტი, აზუსტებს დეტალებს, რასაც დაახლოებით, ერთი ან ორი  კვირა ესაჭიროება.

"ანაკლიის პორტის პროქტის ფარგლებში ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა და ბუნებრივია, გვსურს, რომ ხარისხიანი შედეგი დაიდოს ორივე მიმართულებით", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ თავის დროზე, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ
კობახიძე - ორმაგი სტანდარტებით გამოირჩევა ევროპული ბიუროკრატია
კობახიძე გამოუვალ მდგომარეობაზე - ზედიზედ მეორედ მიიწვიეს ისეთი შემსრულებელი, რომელიც გამოირჩევა ჩვენი მხარდამჭერების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებით
კობახიძე - ძალადობრივი აქციები, რაც ვიხილეთ 2024 წელს, მანამდე რამდენიმე წლის განმავლობაში, იყო ინსტრუმენტი იმისა, რომ დაებრუნებინათ ხელისუფლებაში სისხლიანი პოლიტიკური ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics