|
2024-06-17 13:12:00, 384 ნახვა
საზოგადოება
თბილისის სატრანსპორტო კომპანია, ინკლუზიური და უსაფრთხო სატრანსპორტო გარემოს შექმნის მიზნით, მგზავრთა აქტიური ჩართულობის პროექტს იწყებს
თბილისის სატრანსპორტო კომპანია, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) და კლიმატის მწვანე ფონდთან ერთად, ახორციელებს ახალ ინიციატივას - „ინკლუზიური სატრანსპორტო სტრატეგია და ღირსეული სამუშაო ადგილი“,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პროექტის მიზანია, თბილისის მეტროს და მუნიციპალური ავტობუსების სერვისი ყველა მგზავრისთვის და სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო უსაფრთხო და ხელმისაწვდომი გახდეს. „აღნიშნული პროექტის ფარგლებში, EBRD-ის მიერ გამოყოფილი საგრანტო რესურსით და საკონსულტაციო კომპანია AeTs-ის გუნდთან აქტიური თანამშრომლობით, შემუშავდა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დაინერგა მოკვლევისა და მონიტორინგის სისტემა, რომელმაც მგზავრთა უსაფრთხოების გაზრდა უნდა უზრუნველყოს. ამავე საკონსულტაციო კომპანიამ პროექტის მოსამზადებელ ეტაპზე, გამოიკვლია მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრების უსაფრთხოებისა და გადაადგილების სიმარტივესთან დაკავშირებული საჭიროებები, რათა სხვადასხვა პროექტის მიმდინარეობის ეტაპზე, შშმ პირებისთვის შეიქმნას შესაბამისი გარემო და სამომავლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილების ხელსაყრელ პლატფორმად გადაიქცეს“,- განაცხადა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, პროექტის ფარგლებში, მნიშვნელოვანია მგზავრებმა ნებისმიერი ხარვეზი სატრანსპორტო კომპანიას თავად შეატყობინონ. „პროექტის - „ინკლუზიური და უსაფრთხო სატრანსპორტო გარემო“ წარმატებით განხორციელების აუცილებელ პირობას წარმოადგენს მგზავრებთან აქტიური თანამშრომლობა, რათა თავად ჩაერთონ და სატრანსპორტო კომპანიას შეატყობინონ მგზავრობისას აღმოჩენილი ნებისმიერი ხარვეზის შესახებ. ამ მონაცემების აღრიცხვა-დამუშვება პროექტის ფარგლებში შემუშავებული აღრიცხვის მექანიზმის მეშვეობით მოხდება, ხოლო ინფორმაცია ხარვეზების შესახებ გადაეცემა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამის სამსახურებსა და სხვა უწყებებს. პროექტის მიზანია, მოქალაქეები კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხო გარემოს შექმნის პროცესებში. ასევე, გაიზარდოს მოტივაცია - დაიცვან, როგორც საკუთარი და სხვისი უსაფრთხოება, ასევე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა“,- აღნიშნა კალაძემ. პროექტის ფარგლებში, შეტყობინებების დატოვება მგზავრებს კომპანიის ცხელ ხაზზე: 032 2 93 44 44 შეეძლებათ.
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)