20:59 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-12 17:50:30, 429 ნახვა

საზოგადოება
Amnesty International ბერძენიშვილზე - ხელისუფლების ქმედებები შეიძლება განიმარტოს, როგორც მწვანე შუქი ძალადობაზე კრიტიკოსების მიმართ

სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმას საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიაცია Amnesty International-ი გამოეხმაურა.

როგორც ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე, დენის კრივოშევი აღნიშნავს, "ხელისუფლების ქმედებები შეიძლება განიმარტოს, როგორც მწვანე შუქი ძალადობაზე კრიტიკოსების მიმართ".

"სეზიოზულ შეშფოთებას იწვევს ის, რომ ათობით ძალადობრივი ინციდენტის შემდეგ, ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებიდან რამდენიმე საათში განხორციელდა. ხელისუფლების წარმომადგენლების ასეთი ქმედებები ადვილად შეიძლება განიმარტოს, როგორც მწვანე შუქი ძალადობაზე ხელისუფლების კრიტიკოსების მიმართ, რაც დაუსჯელი დარჩება.

ხელისუფლებამ ძალადობის ციკლი უნდა დაასრულოს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს ყველა ძალადობრივი თავდასხმა და პასუხისმგებელი პირების, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, სამართლიანი სასამართლოს გზით დასჯა უზრუნველყოს", - განაცხადა დენის კრივოშევმა.

შეგახსენებთ, გუშინ, 11 ივნისს სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

თავდასხმის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია სოციალურ ქსელში სალომე ბარკერ ნიკოლეიშვილმა გაავრცელა. როგორც ის წერდა, მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში „პოსტი“ გამოაქვეყნა, ბერძენიშვილს 3 ადამიანი დაესხა თავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics