20:59 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-12 17:15:36, 486 ნახვა

საზოგადოება
ზუკა ბერძენიშვილმა კლინიკა დატოვა

თავს კარგად ვგრძნობ, რაღაც მსუბუქი პროცედურები იქნება საჭირო 2-3 დღეში და მერე ჩვეულებრივად ერთ კვირაში სრულად რეაბილიტირებული ვიქნები, - ამის შესახებ აქტივისტმა, ზუკა ბერძენიშვილმა კლინიკის დატოვების შემდეგ განაცხადა.

ბერძენიშვილი მოითხოვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჯგუფურად თავდასხმის მუხლით დაწყებული გამოძიება, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით გადაკვალიფიცირდეს.

"თავს კარგად ვგრძნობ, რაღაც მსუბუქი პროცედურები იქნება საჭირო 2-3 დღეში და მერე ჩვეულებრივად ერთ კვირაში სრულად რეაბილიტირებული ვიქნები. ცხვირის ოპერაცია ჩამიტარდა და 10 წლის წინანდელი ტრავმაც გამისწორეს, ამიტომ ყველანაირად კმაყოფილი ვარ. ხუმრობა რომ იქით გადავდოთ, რაღაცნაირად სინდისი დამიმშვიდდა იმიტომ, რომ ამ რეჟიმის პირობებში გალახული თუ არ ხარ, რაღაც კითხვები ჩნდება.

უნდა გადაკვალიფიცირდეს მუხლი, რადგან მძიმე ჯანმრთელობის დაზიანებამ გამოიწვია ქირურგიული ჩარევების საჭიროება... თუ ახლა შეიკავებენ თავს, როცა გვეღირსება ნორმალური სასამართლო, მაშინ დაერქმევა ყველაფერს სახელი. 

ჩვენ "მივაწვებით" ბოლომდე ამ პროცესს და არა იმიტომ, რომ რამე ილუზია გვაქვს, არამედ იმიტომ, რომ  ყველანაირად მივაყენოთ კუთხეში და იყოს დოკუმენტირებული, რას არ გამოიძიებენ, რომ მოეთხოვოთ პასუხი", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ, 11 ივნისს სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

თავდასხმის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია სოციალურ ქსელში სალომე ბარკერ ნიკოლეიშვილმა გაავრცელა. როგორც ის წერდა, მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში „პოსტი“ გამოაქვეყნა, ბერძენიშვილს 3 ადამიანი დაესხა თავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics