|
2024-06-12 13:57:27, 361 ნახვა
საზოგადოება
თამარ გაბუნია - ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მაღალი ხარისხისა და სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მაღალი ხარისხისა და სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება,- აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი განმარტებით, პარალელურად, სახელმწიფო აქტიურად მუშაობს, რომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს, მაღალხარისხიანი სერვისების მიღება ადგილზე, საქართველოშიც შეეძლოთ. „აღნიშნული პროგრამით 90-მდე ბავშვმა ისარგებლა. პროგრამით სარგებლობა 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებს შეუძლიათ, რომლებსაც ონკოლოგიური დიაგნოზი დადასტურებული აქვთ. ბავშვის მდგომარეობის შესწავლა სპეციალური ექსპერტების საბჭოს მიერ ხდება. საბჭოში უცხოეთში მოღვაწე ქართველი სპეციალისტები არიან და ჩვენ, მათგან ვიღებთ რჩევებს, თუ პროგრამაში მონაწილე 6 კლინიკიდან რომელ სამედიცინო დაწესებულებაში აჯობებს ბავშვის გაგზავნა. 4 კლინიკა თურქეთშია, ასევე კლინიკებია ესპანეთში და ისრაელში. აქ ოჯახის არჩევანიც მნიშვნელოვანია, თუმცა ექიმები სამედიცინო დაწესებულებას სპეციალიზაციის მიხედვით გვირჩევენ. ფინანსდება სერვისი, მკურნალობა.როდესაც, ბავშვი ჩადის უცხოეთის რომელიმე სამედიცინო დაწესებულებაში, ის მისთვის საჭირო მკურნალობას იღებს. თუ არის დამატებითი მკურნალობა საჭირო, ამისთვის დამატებით სოლიდარობის ფონდის რესურსიც გამოინახება, დამატებით საჭიროებას ითვალისწინებს რეფერალური პროგრამაც. 90 % საჭიროებების, პროგრამის ფარგლებში ფინანსდება. ჩვენი გრძელვადიანი ამოცანა არის ის, რომ საქართველოში ონკოლოგიური კუთხით იგივე შესაძლებლობა შეიქნას. კლინიკებთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის მეთვალყურეობის გაგრძელებაა საჭირო, ეს საქართველოს პირობებში გრძელდება. გამოცდილების ურთიერთგაცვლა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გაბუნია. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)