22:32 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-07 11:02:48, 371 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ 160-ზე მეტი სტიპენდიატი 15 პარტნიორ უნივერსიტეტში

"საქართველოს ბანკი" ახალგაზრდებისთვის განვითარების შესაძლებლობების შექმნას და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით ინიციატივების განხორციელებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.

ამისათვის, უკვე რამდენიმე თვეა "საქართველოს ბანკი" სტიპენდიების პროგრამას ახორციელებს. ინიციატივის ფარგლებში 15 პარტნიორ უნივერსიტეტში უკვე გამოვლინდა 160-ზე მეტი სტიპენდიატი, რომლებმაც სწავლის სრული და ნაწილობრივი დაფინანსება მიიღეს. პროექტი გრძელდება და პროგრამის გამარჯვებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სასტიპენდიო პროგრამაში სტიპენდიატების გამოსავლენად პარტნიორი უნივერსიტეტები კრიტერიუმებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებს ინდივიდუალურად ადგენენ. შემდეგ კი გამორჩეული აკადემიური მოსწრებისა და შედეგების მქონე სტუდენტები გასაუბრებას გადიან ჟიურის წევრებთან.

სტიპენდიის მიღება შეუძლია ბაკალავრის საფეხურის სტუდენტებს, უნივერსიტეტში ჩაბარებისთანავე. ამისათვის, საჭიროა, კანდიდატი იყოს პარტნიორი უნივერსიტეტის სტუდენტი. პირველკურსელები სტიპენდიას მიიღებენ ეროვნული გამოცდების ქულების ან უნივერსიტეტის მიერ შერჩეული კრიტერიუმების შესაბამისად. მეორე, მესამე და მეოთხე კურსელებს კი მაღალი აკადემიური მოსწრება უნდა ჰქონდეთ.

შერჩევის კრიტერიუმებისა და პარტნიორი უნივერსიტეტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე.

ინფორმაციისთვის, "საქართველოს ბანკის" კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულება 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. მათ შორის არის Fulbright-ისა და ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამები. რომლის ფარგლებშიც, "საქართველოს ბანკი" აშშ-ს საელჩოსა და დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით,შესაძლებლობას აძლევს სამაგისტროსაფეხურის სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს მიიღონ სწავლისა და ცხოვრების ხარჯების 100%-იანი დაფინანსება აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად. Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლინდა "საქართველოს ბანკის" 12 სტიპენდიატი, Chevening-ის პროგრამის ფარგლებში კი 27-მა სტუდენტმა ისწავლა დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში "საქართველოს ბანკის" დაფინანსებით. ამასთან, "საქართველოს ბანკი" Miami Ad School Europe-თან თანამშრომლობით ახორციელებს ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც კრეატიული ინდუსტრიით დაინტერესებულ ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, ისწავლონ გერმანიაში, Miami Ad School Europe-ში 100%-იანი დაფინანსებით ორწლიან პორტფოლიო პროგრამაზე. ნიკა გუჯეჯიანის სტიპენდიის ფარგლებში უკვე გამოვლინდა ოთხი სტიპენდიატი.

"საქართველოს ბანკის" მიერ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს - csr.bog.ge.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics