2024-06-04 11:16:41, 665 ნახვა
სპეციალური ანონსი
მერია - თბილისში იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის შეხვედრა გაიმართება
თბილისი იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის მორიგ შეხვედრას უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ორდღიანი ღონისძიება 5 ივნისს, სასტუმრო „თბილისი რუმსში“, 09:30 საათზე გაიხსნება და შეხვედრის მონაწილეებს დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია მიესალმება. "ქსელის შეხვედრის მონაწილეებს ასევე მიმართავენ იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პროექტის ხელმძღვანელი იან დენისონი და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებისა და პროექტ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი ნინია მაჭარაშვილი. ქსელის შეხვედრას დაესწრებიან პროექტის გასული წლების მასპინძელი ქალაქების წარმომადგენლები, ოცი სტუმარი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც ერთმანეთს გააცნობენ გაწეული სამუშაოს ანგარიშს, განიხილავენ ახალ გამოწვევებს, მათი გადაჭრის მეთოდებს, სამომავლო პარტნიორობას, დაფინანსების მოპოვების გზებსა და სხვა საკითხებს. იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის შეხვედრას თბილისი მეორედ მასპინძლობს. პირველი შეხვედრა 2022 წლის აპრილში გაიმართა, როდესაც თბილისმა „წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პროექტი დაასრულა. 2023 წელს, პოლონეთის ქალაქ ვროცლავში გამართული შეხვედრისას, თბილისმა სხვა ქალაქებთან ერთად აიღო ქსელის წევრობისა და მისი განვითარების პასუხისმგებლობა, რაც ერთობლივ ქარტიაზე ხელის მოწერითაც დადასტურდა. თბილისის მერიის მიერ მხარდაჭერილ პროექტს ჩვენი დედაქალაქი 2021 წლის 23 აპრილიდან მასპინძლობდა. ერთი წლის განმავლობაში განხორციელდა ასამდე პროექტი, რომელმაც სრულად მოიცვა არა მხოლოდ წიგნის სფერო, არამედ საზოგადოების, მათ შორის, მოსწავლეების, სტუდენტებისა და ბავშვების უდიდესი ნაწილიც. განხორციელდა არაერთი საგამომცემლო, ზოგადსახელოვნებო, მულტიმედიური და საერთაშორისო პროექტი; ქართველი მწერლები მონაწილეობდნენ გაცვლით პროგრამებში, ჩატარდა პროფესიული ლექციების კურსი გამომცემლებისთვის, დაარსდა რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმი, ქართველი ავტორები პირველად გაემგზავრნენ გვადალახარას და თესალონიკის წიგნის ბაზრობებზე, თანამედროვე ქართული ლიტერატურა უფრო დიდი აუდიტორიისთვის გახდა საიტერესო და ხელმისაწვდომი. ასევე დაარსდა საბავშო ლიტერატურული პრემია „ნაკადული“, რომელმაც უკვე სამჯერ დაასახელა საუკეთესო საბავშვო წიგნების ავტორები. იუნესკოს მიერ „წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პროექტის დაარსებიდან დღემდე, ამ სტატუსს სხვადასხვა კონტინენტისა და ქვეყნის 25 ქალაქი ატარებდა. ამჟამად წიგნის მსოფლიო დედაქალაქი სტრასბურგია",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), „სფერო ჰოლდინგის“ ინოვაციური აქციის ფარგლებში, ღია ცის ქვეშ არცერთი მოქალაქე არ დარჩება
სერგეი შოიგუ ირანში ჩავიდა
კალაძე - ლეგენდების მატჩს ჩემთვის ორმაგი დატვირთვა აქვს - მიხარია, რომ ამ თამაშში მონაწილეობას მივიღებ და ასევე, ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს შევხვდები
ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შეხვდა
|
ომი უკრაინაშირუსეთ-უკრაინის ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 51 „შაჰიდიდან“ 34 ჩამოვაგდეთ
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 635 880-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა ჰომოფობიური კანონი მიიღო
დღის თემა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქესა და მათი ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა
მთავარი თემა
|