00:57 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-01 15:29:01, 452 ნახვა

საზოგადოება
ახალგაზრდული ორგანიზაცია „პირველი მერცხალი“ 2 ივნისს, 18:00 საათზე მარშს აანონსებს

ახალგაზრდული ორგანიზაცია „პირველი მერცხალი“  2 ივნისს,18:00 საათზე მარშს აანონსებს პრეზიდენტის სასახლიდან რესპუბლიკის მოედნამდე.

ახალგაზრდული ორგანიზაციის განცხადებით, მარში პრეზიდენტის სასახლიდან დაიწყება, ხოლო შემდეგ, რესპუბლიკის მოედანზე საქველმოქმედო აქცია-კონცერტს შეუერთდებიან. 

„უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი თანამებრძოლები დღემდე ციხეში არიან. უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ მათ ადგილას შეიძლება აღმოჩენილიყო თითოეული ჩვენგანი.

დაკავებულებმა უნდა იცოდნენ, რომ არ მივატოვებთ.

ვითხოვთ მათ გათავისუფლებას!

ვიკრიბებით 2 ივნისს, 18:00 საათიდან პრეზიდენტის სასახლესთან ათონელზე, საიდანაც დავიძრებით მარშით რესპუბლიკის მოედნისკენ და შევუერთდებით საქველმოქმედო აქცია-კონცერტს.

თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!“ - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

შეგახსნებთ, 2 ივნისს, 20:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქცია არის დაგეგმილი. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics