22:48 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-12 14:18:07, 1031 ნახვა

მსოფლიო
მინსკის მოლაპარაკებების მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ დონეცკიდან და ლუგანსკიდან მძიმე ტექნიკას გაიყვანენ

მოლაპრაკების შედეგად დადგინდა, რომ საომარი მოქმედების პირველი ხაზიდან გაყვანილი იქნეს, როგორც სეპარატისტების, ასევე უკრაინული არმიის მძიმე ტექნიკა. 

„მე ვთვლი, რომ პირველი ხაზიდან გაყვანილი უნდა იყოს მძიმე ტექნიკა, ამაზე შეთანხმება შედგა გასული წლის 19 სექტემბერს მინსკის შეხვედრაზე.  ვფიქრობ, რომ ეს დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს“,-განაცხადა რუსეთის ფედერაციის  პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. 

როგორც პუტინმა აღნიშნა, სეპარატისტები ვარაუდობენ, უკრაინული არმია დებალცევოში იარაღს ჩააბარებს. 

შეთანხმების მიხედვით, სეპარატისტები უკან დაიხევენ იმ პოზიციებიდან, რომელიც სექტემბერში, მინსკში მემორანდუმით შეთანხმდა. 

ამასთან, მინსკის დოკუმენტის მიხედვით, ყველა უცხოურ შეიარაღებულ ფორმირებას უკრაინის ტერიტორიის დატოვება მოუწევს. 

უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით , მინსკში შეთანხმებულ დოკუმენტში არის პუნქტი, რომელიც ყველა უცხოური შეიარაღებული ფორმირების მიერ უკრაინის ტერიტორიის დატოვებას გულისხმობს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics