|
2024-05-31 17:51:32, 486 ნახვა
საზოგადოება
საია - გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტი მოუწოდებს სახელმწიფოს, რუსული კანონი გააუქმოს
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" (საია) ცნობით, გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტი (CRC) მოუწოდებს სახელმწიფოს, "რუსული კანონი" გააუქმოს. როგორც საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 30 მაისის დასკვნაში გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტი ადგენს, რომ კანონი ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების მუშაობაზე ნეგატიურად იმოქმედებს. "საიამ ბავშვის უფლებათა კომიტეტს წარუდგინა ინფორმაცია 2024 წლის აპრილში ინიცირებულ "უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონზე, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან დაბრკოლებას ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ბავშვის უფლებათა კონვენციის ეფექტიანი შესრულებისათვის. უფრო მეტიც, ეს კანონმდებლობა პირდაპირ ძირს უთხრის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მშვიდობიან არსებობას საქართველოში. ამიტომაც, საიამ მოუწოდა ბავშვის უფლებათა კომიტეტს, თავისი მანდატის ფარგლებში განიხილა ეს საკითხი. 2024 წლის 30 მაისის დასკვნაში გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტი სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებასთან დაკავშირებით და ადგენს, რომ ეს ნეგატიურად იმოქმეებს ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების მუშაობაზე. კომიტეტი მოუწოდებს სახელმწიფოს გააუქმოს კანონი. დასკვნაში ასევე გაზიარებულია ის არაერთი სხვა პრობლემური საკითხი, რომელზეც საია თავის ალტერნატიულ მოსაზრებებში მტკიცებულებებზე დაფუძნებით უთითებდა. 2024 წლის 15 აპრილს საიამ გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტს (CRC) ალტერნატიული ანგარიში წარუდგინა. ამ კომიტეტის ფუნქციაა შეაფასოს, თუ რა ზომებს იღებს ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის წევრი სახელმწიფო აღნიშნული საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. დოკუმენტში ასახულია საქართველოში არსებულ გამოწვევები, ბავშვის უფლებებთან დაკავშირებით როგორც კანონმდებლობაში, ასევე პრაქტიკაში. ანგარიში მოიცავს შემდეგ საკითხებს: 1. ბავშვთა ხელმისაწვდომობა მართლმსაჯულებაზე; 2. ბავშვების მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობა, მათ შორის, შშმ ბავშვების მიმართ; 3. ბავშვთა ადრეული ქორწინება; 4. ბავშვთა სასკოლო და სკოლამდელი განათლება, მათ შორის, ინფორმაცია საქართველოს ეფექტიან კონტროლის მიღმა (აფხაზეთი, ცხინვალი, "სამხრეთ ოსეთი") ტერიტორიაზე არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე; 5. სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვების მდგომარეობა; 6. ბავშვთა შრომა და ეკონომიკური ექსპლუატაცია; 7. ქუჩაში მყოფი ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა",- აღნიშნულია საიას განცხადებაში.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)