|
2024-05-31 13:32:03, 382 ნახვა
საზოგადოება
უნიკალური თვისებების მქონე ქართული ფუტკრის პოპულაციების გენოფონდის შენარჩუნების მიზნით, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ახალ მიდგომებს ნერგავს
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის მეფუტკრეობის მიმართულების სპეციალისტებმა გურიაში გამართულ დედა ფუტკრის ინტრუმენტალური ინსემინაციის თეორიულ-პრაქტიკულ ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა. ტრენინგს გერმანიიდან მოწვეული, ევროკავშირის მკვლევარი, იაკობ ვეგენერი ხელმძღვანელობდა, რომელმაც მონაწილეებს ფუტკრის ხელოვნურად განაყოფიერების პროცესი უჩვენა. აღნიშნული საქართველოში პირველად განხორციელდა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში დაინერგება. „მოხარული ვარ, რომ საქართველოში პირველად დედა ფუტკრების ხელოვნური განაყოფიერება წარმატებით განხორციელდა. დედა ფუტკრების ინსტრუმენტული განაყოფიერების შესწავლით საშუალება მოგვეცემა, შევინარჩუნოთ უნიკალური თვისებების მქონე ქართული ფუტკრის პოპულაციების გენოფონდი, შესაბამისად, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე გვექნება შესაძლებლობა ვაწარმოოთ მაღალი ხარისხის დედა ფუტკრები. არსებული მიდგომების დანერგვით კი, ხელს შევუწყობთ ქართული ფუტკრის პოპულაციების გავრცელებას როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეფუტკრეობის მიმართულების უფროსმა სპეციალისტმა, ნანა მაისურაძემ. სწავლება, რომელიც 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, ფრენკ ბენტონის სახელობის მეფუტკრეობის საერთაშორისო ასოციაციის და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ხელშწყობით გაიმართა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მუხურის ბაზაზე, რომელიც 2017 წლიდან ფუნქციონირებს, ქართული მთის რუხი ფუტკრის მეგრული პოპულაციების შენარჩუნების და გავრცელების სამუშაოების გარდა, მეგრული პოპულაციის ნარევი ფუტკრისგან გაწმენდა მიმდინარეობს. მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე ინსტრუმენტალური მიდგომების დანერგვა ხელს შეუწყობს სანაშენო საქმიანობის სრულყოფილ წარმართვას. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)