|
2024-05-29 17:18:40, 360 ნახვა
საზოგადოება
შამუგია - 2024 წლიდან ქვეყანაში ავტომობილებისთვის ემისიის ევრო 5 სტანდარტი ამოქმედდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ პარლამენტში 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად გატარებული არაერთი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტრანსპორტის სექტორი წარმოადგენს ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის უმთავრეს წყაროს. „გასულ წელს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადავდგით. მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წლიდან ავტომობილებისთვის ამოქმედდა ემისიის ევრო 5 სტანდარტი. მიმდინარე წლიდან, ქვეყანაში ვერ რეგისტრირდება მსუბუქი ავტომანქანა, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს, ხოლო მომავალი წლიდან, რეგულაცია გავრცელდება სატვირთო მანქანებზე და ავტობუსებზე. ქვეყანაში უკვე 7 წელია მოიხმარება ევრო 5 სტანდარტის ბენზინი, ხოლო 2023 წლიდან დიზელზეც ევრო 5-ს სტანდარტი ამოქმედდა“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)