|
2024-05-29 17:15:46, 348 ნახვა
საზოგადოება
შამუგია - ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების უწყვეტ თვითმონიტორინგს დაქვემდებარებული საწარმოებიდან, უკვე 31 საწარმოა დარეგისტრირებული
ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს გარემოსდაცვით პრიორიტეტს წარმოადგენს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირება, განსაკუთრებით ურბანულ და სამრეწველო ტერიტორიებზე. ერთ-ერთი გამოწვევა ამ მიმართულებით არის სამრეწველო სექტორი, - განაცხადა გარემოს დაცვისა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ოთარ შამუგიამ საქართველოს პარლამენტში 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მსხვილ სამრეწველო საწარმოებს დაევალათ მავნე ნივთიერებათა ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემის დანერგვა. ამ ეტაპზე თვითმონიტორინგს დაქვემდებარებული დაახლოებით 51 აქტიური საწარმოდან სამინისტროს ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებულია 31 საწარმო, კიდევ 11 საწარმო კი, ხელსაწყოების მონტაჟის პროცესშია. მიმდინარეობს მსხვილი სამრეწველო ობიექტების კონტროლი და ჰაერდაცვითი კანონმდებლობის შესრულების მონიტორინგი. რეგულაციების ამოქმედებიდან დღემდე შემოწმდა არაერთი საწარმო, ჯამში გამოვლინდა უწყვეტი თვითმონიტორინგისა და ჰაერდაცვითი მოთხოვნების შეუსრულებლობის 92 ფაქტი და გატარდა კანონით გათვალისწინებული ზომები. „შემუშავდა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2023-2025 წლების გეგმა ცენტრალური ზონისთვის, რომელიც მოიცავს ქ. რუსთავსაც. სამოქმედო გეგმის განხორციელების ბიუჯეტი 88 მლნ ლარია და სამრეწველო სექტორიდან დაბინძურების შემცირება გეგმის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად რჩება. აღსანიშნავია, რომ ქ. რუსთავის 2020-2022 წლების სამოქმედო გეგმის შესრულებამ ამ მიმართულებით საკმაოდ კარგი შედეგი მოგვცა, ვინაიდან ქალაქში შემცირდა მყარი ნაწილაკებით დაბინძურების დონე“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)