|
2024-05-29 16:53:53, 351 ნახვა
საზოგადოება
შამუგია - გასულ წელს, 90 ათასამდე მოსარგებლის 44,000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღი თხილის კადასტრში დარეგისტრირდა
პარლამენტში, 2023 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიშის წარდგენის დროს, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ქართული თხილის წარმოების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „თხილი გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტი. ქართული თხილის ექსპორტის 70% ევროკავშირში ხორციელდება. თხილი ათიათასობით ოჯახის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა. სწორედ ამიტომ, ჩვენ აქტიურად ვეხმარებით თხილის სექტორს. ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც 0,2-3 ჰექტრამდე ფართობი აქვს საკუთრებაში ან სარგებლობაში, იღებს, 1 ჰექტარზე დაანგარიშებით, 500 ლარის ოდენობით დახმარებას, რომელიც განკუთვნილია აგროტექნიკური ღონისძიებების დროულად და სათანადოდ ჩასატარებლად. ეს პროგრამა გასულ წელს დავიწყეთ. პროგრამის ფარგლებში, 90 ათასამდე მოსარგებლის 44,000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღი დარეგისტრირდა თხილის კადასტრში. ფერმერებმა მიიღეს დაახლოებით 21 მლნ ლარის მიზნობრივი დახმარება. საქართველოში თხილის სექტორს აქვს დიდი პოტენციალი და ჩვენი მიზანია ეს პოტენციალი მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება დარგში ჩართული მოსახლეობის შემოსავლის ზრდაზე“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. ოთარ შამუგიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2023 წლის შემოდგომაზე, ევროკომისიამ ქართულ თხილში აფლატოქსინების კონტროლის სახელმწიფო სისტემა დადებითად შეაფასა, რაც ხელს შეუწყობს ევროპის ბაზარზე დამატებითი პროცედურებისა და შეფერხების გარეშე ექსპორტს. „ჩვენ გვაქვს პოტენციალი, რომ ვიყოთ თხილის ექსპორტიორი ქვეყნების სამეულში და ამ მიმართულებით აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ აქტიური მუშაობა“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)