08:34 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-18 14:52:29, 402 ნახვა

ღარიბაშვილი პრეზიდენტზე - თუ გამოდიხარ და გაქვს პრეტენზია, რომ გახდე ლიდერი, ლიდერმა უნდა თქვას აზრი, მაშინ რას სთავაზობს საზოგადოებას

თუ გამოდიხარ და გაქვს პრეტენზია, რომ გახდე ლიდერი, ლიდერმა უნდა თქვას აზრი, მაშინ რას სთავაზობს საზოგადოებას, - ამის შესახებ "ქართული ოცნების ტავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ქვემო ქართლში პარტაქტივტან შეხვედრის შემდგომ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

ღარიბაშვილის განცხადებით, "პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს რომ საერთოდ არ აინტერესებს არც ჩვენი კონსტიტუცია, არც ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის ინტერესები, ეს ცხადზე ცხადია".

"პრეზიდენტი თუ რეალურად არის დაინტერესბული ამ საკითხის მოგვარებაში, ის ასეთ არაკონსტრუქციულ ნაბიჯს არ გადადგამდა. თუ გამოდიხარ და გაქვს პრეტენზია, რომ გახდე ლიდერი, ლიდერმა უნდა თქვას აზრი, მაშინ რას სთავაზობს საზოგადოებას. თუ არ იძახი და გინდა უბრალოდ გაბუტული ბავშვივით თქვა, რომ მე ვეტოზე არ დავწერ დასკვნებს, ეს არასწორი, არაკონსტრუქციული და არაჯანსაღი დამოკიდებულებაა. 

პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს რომ საერთოდ არ აინტერესებს არც ჩვენი კონსტიტუცია, არც ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის ინტერესები, ეს ცხადზე ცხადია. 

მე შევახსენებ საზოგადოებას და პრეზიდნეტს, მანამ, სანამ ჩვენი გუნდი მას აირჩევდა, მოიყვანდა და დასხვამდა პრეზიდენტად, მისი პოლიტიკური რეიტინგი 1% იყო. 

თუ რაიმე მოხდა, თუ რაიმე მღწევა ჰქონდა ჩვენს ქვეყანას, ეს არის ჩვენი დამსახურება -  ასოცირების შეთანხმება იქნება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, კანდიდატის სტატუსი", - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა "ეუროატივთან" განაცხადა, რომ ის ევროპული სამოქმედო გეგმის პლატფორმას სთავაზობს საზოგადოებას, რაც მოიცავს ყველა კანონის გაუქმებას, რომელიც ევროპული რეფორმების რეკომენდაციების სულისკვეთებას ეწინააღმდეგება. 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics