23:19 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-12 18:24:54, 687 ნახვა

ეკონომიკა
ICAO-ს ოფიციალური დასკვნით, საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხედველობის კუთხით საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ოფიციალური დასკვნის თანახმად, საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხედველობის თვალსაზრისით საქართველოს საერთო მაჩვენებელმა 87.8% შეადგინა.

უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხედველობის კუთხით, ქვეყანამ ICAO-ს აუდიტს 2008 წელსაც უმასპინძლა. მაშინ საქართველოს საერთო მაჩვენებელი 58%-ს უტოლდებოდა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ აუდიტს 2015 წლის 7-15 დეკემბერს უმასპინძლა, ICAO-ს დასკვნა მიმდინარე წლის თებერვალში გახდა ცნობილი. აუდიტის დროს შემოწმდა, თუ როგორ ხორციელდება საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხედველობა და ხარისხის კონტროლი ქვეყნის და მისი საავიაციო ხელისუფლების მიერ, რამდენად შესაბამისობაშია მოქმედი საავიაციო უშიშროების მარეგულირებელი კანონმდებლობა და თანმდევი პროცედურები ICAO-ს სტანდარტებთან და რეკომენდირებულ პრაქტიკასთან, აგრეთვე როგორ ხორციელდება აღნიშნული საკანონმდებლო ჩარჩოს აღსრულება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გარდა, აუდიტორებმა ავიასაწარმოების, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს საქმიანობა ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებებით შეამოწმეს. ისინი ადგილზე გაეცნენ, თუ როგორ ახორციელებდნენ ავიასაწარმოები და აღნიშნული უწყებები სამოქალაქო ავიაციის დაცვას, მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისაგან ICAO-ს სტანდარტების შესაბამისად.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) აუდიტი ახალი სისტემის - უწყვეტი მონიტორინგის ფარგლებში ჩატარდა. აუდიტის შედეგად მიღებული საერთო მაჩვენებლებით, საქართველო ევროპის მოწინავე ქვეყნების მაჩვენებლებს გაუტოლდება, რაც დადებითად აისახება ქვეყნის რეპუტაციაზე, მის მიერ მგზავრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებების წინააღმდეგ მიმართული პრევენციული და საპასუხო ღონისძიებების მაღალი სტადარტებით უზრუნველყოფის კუთხით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics