|
2024-05-13 15:11:25, 318 ნახვა
ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, კალოუბნის ქუჩაზე კორპუსის მშენებლობა დასრულდა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად, სამგორის რაიონში, კალოუბნის ქუჩაზე, ავარიული სახლის ჩანაცვლების მიმდინარე პროექტს გაეცნო. „აქ 36 ოჯახი ცხოვრობდა. შედგა მათთან მოლაპარაკება. დროებით გავიყვანეთ ქირით და ხარჯებს მთლიანად მუნიციპალიტეტი ფარავს. რაც შეეხება პროექტს, კორპუსის მშენებლობა დასრულებულია. ამჟამად, მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. უახლოეს პერიოდში შიდა სარემონტო სამუშაოებს დავიწყებთ. ოქტომბერში კი, ეს 36 ოჯახი შეძლებს, მოწესრიგებულ და გარემონტებულ სახლებში იცხოვროს. ძალიან მიხარია, რომ აღნიშნული პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ქალაქში ბევრი ავარიული შენობა-ნაგებობა გვაქვს. ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება ბევრი ასეთი შენობა ჩანაცვლდეს ახალი ნაგებობით. მზად ვართ, ყველა დაინტერესებულ პირს ხელი შევუწყოთ და რაც შეიძლება მეტი პროექტი განვახორციელოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი პაპავა, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე. საცხოვრებელი სახლის ძირითადი კონსტრუქციული სამუშაოები დასრულებულია. ამჟამად, მე-7 სართულზე მიმდინარეობს ელექტროგაყვანილობის მოწყობა, ლესვის სამუშაოები, გათბობის, წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო ქსელების სამონტაჟო სამუშაოები. ხალი საცხოვრებელი კორპუსი 90-ბინიანია. მათგან 36 ერთეული გარემონტებული გადაეცემათ მესაკუთრეებს, ხოლო 54 ერთეული ბინა, თეთრი კარკასის კონდიციაში და 7 ერთეული ავტოსადგომი გათვალისწინებულია მიმწოდებლისთვის სამშენებლო სამუშაოების ღირებულების ნატურით ანგარიშსწორების მიზნით.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)