13:21 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-22 12:30:06, 344 ნახვა

საზოგადოება
რაგბის კლუბი - „არმია“ ეროვნული ჩემპიონატის ფინალშია

რაგბის კლუბი - „არმია“ ეროვნული ჩემპიონატის ფინალშია. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, რაგბის კლუბი - „არმია“ რაგბის ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე წყალტუბოს რაგბის გუნდს შეხვდა.

„ქუთაისში, „აიას“ სტადიონზე გამართულ მატჩზე „არმიამ“ წყალტუბოს გუნდი დამაჯერებელი ანგარიშით 56-22 დაამარცხა. კლუბი „არმია“ ფინალურ ეტაპზეა და შემდეგ შეხვედრას ასპინძის „ტაოსთან“ გამართავს.

მორაგბეებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, კობა კობალაძე, სამხედრო მოსამსახურეები და მორაგბეთა ოჯახის წევრები გულშემატკივრობდნენ.

რაგბის კლუბის წევრები ჩემპიონატში მონაწილეობისთვის მთელი წლის განმავლობაში აქტიურად ემზადებოდნენ”, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
ვილი სანიოლიმ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყნიდან სომხეთში გააძევა ბელორუსელი ოპოზიციონერი რომელიც თავშესაფარს 5 წელი ელოდა
21 წლის ბიჭს სამტრედიასთან მატარებელი დაეჯახა, იგი ადგილზე გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics