14:13 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-19 12:49:26, 490 ნახვა

საზოგადოება
გომელაური - პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუტზე თავდასხმას - ხაზგასმით ვამბობ, ეს დაუშვებელია

მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის მომხდარი დაპირისპირება არავისთვის და არც ჩემთვის იყო კარგი სანახავი დამერწმუნეთ,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პოლიციელები მუდმივად მოუწოდებდნენ აქციის ორგანიზატორებს სიმშვიდისკენ, თუმცა "გარკვეული ძალების მიზანი, ესკალაციის შექმნა იყო".

"პოლიციელები მუდმივად მოუწოდებდნენ აქციის ორგანიზატორებს სიმშვიდისკენ, თუმცა კარგად გვესმის, რომ გარკვეული ძალების მიზანიც, ესკალაციის შექმნა იყო და ამისთვის ყველანაირ მეთოდს იყენებდნენ, მათ შორის, 16 აპრილს, გვიან ღამით მაშინაც, როცა უკვე სრულდებოდა აქცია, მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციის თანამშრომლებს; აგინებდნენ, საშინელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ მათ, მათ ოჯახის წევრებს, შვილებს და აღარ გავაგრძელებ. ამის შემდეგ, მომხდარი დაპირისპირება მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის არავისთვის და არც ჩემთვის იყო კარგი სანახავი დამერწმუნეთ. თუმცა, შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ ეს ყველაფერი გამოიწვია სამართალდამცველების მიმართ გაჟღერებულმა გაუგონარმა შეურაცხყოფებმა. პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუტზე თავდასხმას და ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს არის დაუშვებელი",- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
ვილი სანიოლიმ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყნიდან სომხეთში გააძევა ბელორუსელი ოპოზიციონერი რომელიც თავშესაფარს 5 წელი ელოდა
21 წლის ბიჭს სამტრედიასთან მატარებელი დაეჯახა, იგი ადგილზე გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics