|
2024-04-19 11:15:46, 362 ნახვა
საზოგადოება
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყო
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაფინანსებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ერგნეთსა და არბოში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სააგენტოს დირექტორი ზურაბ უტიაშვილი შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. "სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამის მიზანი სოფლად განსახლებული დევნილების, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში ხელშეწყობაა. დევნილი ოჯახები სათბურში მოყვანილი პროდუქტის რეალიზაციას ეწევიან. დევნილთა სააგენტო სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამას ყოველწლიურად ახორციელებს. იძულებით გადაადგილებული ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, ჯამში, 100-მდე სათბური მოეწყო",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)