|
2024-04-17 20:14:41, 444 ნახვა
საზოგადოება
KHIDI: რუსული კანონი კრიტიკული აზრის ჩახშობისა და სამოქალაქო საზოგადოების რეპრესირების მექანიზმია
კლუბი KHIDI რუსულ კანონს ეწინააღმდეგება. კლუბის განცხადებით, ხელისუფლების მიერ პირველი მოსმენით მიღებული რუსული კანონი წარმოადგენს თავისუფალი, კრიტიკული აზრის ჩახშობისა და სამოქალაქო საზოგადოების რეპრესირების მექანიზმს. „ხელისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ თავადაა ანგარიშვალდებული საზოგადოებასთან, ცდილობს, რომ საკუთარი საქმიანობა გაუმჭვირვალე გახადოს. აღნიშნულ ვითარებაში, მმართველი ძალა უპირისპირდება არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მრავალი წელია ჩვენი ქვეყნის დასავლელი პარტნიორების დახმარებით ხელს უწყობენ მოქალაქეთა მდგომარეობის გაუმჯობესებას, როგორც სამოქალაქო, ეკონომიკური და პოლიტიკური, ისე სოციალური და კულტურული უფლებების უზრუნველყოფასა და ხელშეწყობას. გარდა ამისა, აღნიშნული კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში ხელისუფლებას შეეძლება უცხოურ ძალად მიიჩნიოს თითქოს ყველანაირი ორგანიზაცია ან გაერთიანება, განსაკუთრებით კი დაუპირისპირდეს მედია საშუალებებს, რომელთა მთავარ მიზანსაც საზოგადოების ინფორმირება და სახელისუფლებო პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი სატელიტური საშუალებები აქტიურად ცდილობენ საზოგადოების დეზინფორმაციული ნარატივების ქვეშ მოქცევასა და მტკიცებას, რომ მათ მიერ დაინიციირებული კანონპროექტი ამერიკაში არსებული კანონის – FARA მსგავსია, რაც აბსოლუტურად დაცლილია სიმართლისაგან. FARA კონცენტრირდება სუბიექტის მიერ შესრულებული საქმის შინაარსზე, მისთვის მნიშვნელოვანია ატარებს თუ არა აშშ-ში მოქმედი სუბიექტი სხვა სახელმწიფოს ინტერესებს, და არ კონცენტრირდება უშუალოდ სუბიექტის ვინაობაზე. აღნიშნული კანონმდებლობაში აისახა შემდეგნაირად: ,,პირი/ორგანიზაცია უნდა მოქმედებდეს პირდაპირ უცხო სუბიექტის შეკვეთით, პოლიტიკურ პროცესში მათი ინტერესების სასარგებლოდ, იქნება ეს სახელმწიფო თუ არასახელმწიფო სუბიექტი. შესაბამისად, FARA-ში რეგისტრაციის ვალდებულება რომ დაეკისროს სუბიექტს, კონკრეტულად უნდა ჩანდეს ორგანიზაციის მიერ სხვა სახელმწიფოს ინტერესების ლობირება და ეს პირდაპირ კონტრაქტით უნდა იყოს განსაზღვრული. ქართული ოცნების წარმომადგენლების მიერ დაინიციირებული კანონპროექტი კი “უცხოეთის აგენტებად” მიიჩნევს ნებისმიერ ორგანიზაციას, განურჩევლად მათი მიზნებისა და საქმიანობის სფეროსი ,,კანონი უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ” ერთდროულად დაინიციირდა ოკუპირებულ აფხაზეთში, საქართველოში, ყირგიზეთსა და სლოვაკეთში და მხარდაჭერილია მხოლოდ რუსეთის მიერ. კანონი, რომლის მისაღებადაც ხელისუფლება ძალოვნური მექანიზმებით ადამიანების დარბევასა და უკანონო დაჭერებს არ უშინდება, ანალოგია 2012 წელს რუსეთში მიღებული კანონისა, რომელიც პუტინის ხელისუფლებამ ორგანიზაციების უფლებათა ჩამორთმევისა და მათში შემავალი პირებისათვის, რომლებიც სახელისუფლებო პოლიტიკის კრიტიკოსებად იქნენ მიჩნეულნი, არჩევნებში მონაწილეობის უფლების შესაზღუდად გამოიყენა. რუსული კანონი ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხის ქვეშ აყენებს და საქართველოს მთავარ პოლიტიკურ კურსს რუსეთისაკენ მიმართავს. აღნიშნულს ადასტურებს ევროპისა და ამერიკის ოფიციალური პირების განცხადებები, რომლებიც უშუალოდ და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მისი მიღების შემთხვევაში საქართველო კიდევ უფრო დაშორდება ევროკავშირს და გააღვივებს ანტიდასავლურ ნარატივებს ქვეყანაში. მოგიწოდებთ საზოგადოებას, წინ აღუდექით ხელისუფლების მორიგ უხეშ მცდელობას კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების უგულებელყოფისა და კიდევ ერთხელ დავუპირისპირდეთ სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ ”რუსულ კანონს”!“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)