|
2024-04-16 19:08:49, 507 ნახვა
პატრუშევმა დავალება გასცა, დაარწმუნონ საქართველოს ხელმძღვანელობა, ყველანაირი საშუალების გამოყენებით დაშალოს დემონსტრანტები
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატუშევმა, რუსეთის საგარეო სამინისტროს თანამშრომლებს და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს დაავალა დაარწმუნონ საქართველოს ხელმძღვანელობა ძალისმიერად, ყველანაირი საშუალების გამოყენებით დაშალოს დემონსტრანტები, - ამის შესახებ ძალოვნებთან დაახლოებული, გავლენიანი ინსაიდერული ტელეგრამ არხი Генерал СВР წერს: ინფორმაციას კრემლთან დაახლოებული სხვა ტელეგრამ არხებიც ავრცელებენ. ამ საუბრის შინაარსის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს სერგეი ჟირნოვი ყოფილი საბჭოთა კგბ-ს ოფიცერი, ამჟამად ჟურნალისტი. გავრცელებულ ცნობაში წერია რომ "ნიკოლაი პატრუშევმა(რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი) გუშინ ვიდეოკონფერენცია გამართა რუსეთის ძალოვანი უწყებების და საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებთან, რა დროსაც განიხილა საქართველოში მიმდინარე პროცესები და უცხოური აგენტების კანონთან დაკავშირებული მღელვარებები თბილისში. საქართველოს ხელმძღვანელობა რუსეთის კონტროლქვეშაა ეს კანონი ინიცირებულია პირადად რუსეთის კურატორების და ლობისტების მიერ. კონფერენციაზე პატრუშევმა მითითება მისცა ძალოვან ბლოკს, დაარწმუნონ საქართველოს ხელმძღვანელობა ძალისმიერად, ყველანაირი საშუალების გამოყენებით დაშალოს დემონსტრანტები, თბილისში ფედერალური ძალოვანი ორგანოებიდან მივლენილია მაღალჩინოსნები, რომლებიც სიტუაციას ადგილზე გაუწევს კონტროლს და მისცემს მითითებებს ხელისუფლებას" გარდა ამისა პატრუშევს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ისრაელის ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარესთან. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე, განიხილეს ირანის მცდელობა ისრაელზე მასიური სარაკეტო თავდასხმის შესახებ და გაცვალეს პრეტენზიები. ისრაელის კოლეგამ ნიკოლაი პლატონოვიჩი დაადანაშაულა ისრაელზე ირანის თავდასხმის მომზადებაში მონაწილეობაში და სატელიტური დაზვერვის მონაცემების მიწოდებაში. პატრუშევმა ყველაფერი უარყო და ორმხრივი პრეტენზია გამოთქვა.
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)