03:29 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-15 15:07:03, 281 ნახვა

საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ბელგიის სამეფოს დედაქალაქ ბრიუსელში WWTG-ის წლიური შეხვედრა იმართება

ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ბელგიის სამეფოს დედაქალაქ ბრიუსელში  WWTG-ის წლიური შეხვედრა იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრიუსელის შეხვედრაზე შეფასდება ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) საქართველოს თავმჯდომარეობის ერთწლიანი პერიოდი და მიღწეული შედეგები. თავმჯდომარეობის პერიოდში, ორგანიზაციის საქმიანობის მთავარი კოორდინატორი ღვინის ეროვნული სააგენტო იყო.

„2023 წლის 1 მაისიდან, აღნიშნული ორგანიზაციის თავმჯდომარეობა საქართველოს, ერთი წლის ვადით,  ამერიკის შეერთებული შტატებიდან როტაციის პრინციპით გადმოეცა. ბრიუსელში მიმდინარე შეხვედრაზე საქართველო თავმჯდომარეობას ავსტრალიას გადააბარებს.

ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფი (WWTG) წარმოადგენს ღვინის მწარმოებელი ქვეყნების გაერთიანებას და მისი წევრები, საქართველოსთან ერთად, აშშ, არგენტინა, ავსტრალია, კანადა, ჩილე, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა და ურუგვაი არიან.

ორგანიზაციის ძირითადი მიზანია ღვინით ვაჭრობის გამარტივება, ღვინით საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა და სავაჭრო ბარიერების მოხსნისათვის  ერთობლივი ქმედებების განხორციელება.

აღსანიშნავია, რომ საქართველო WWTG-ის 2014 წელსაც თავმჯდომარეობდა. ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) მიერ საქართველოს ერთწლიანი თავმჯდომარეობის პერიოდი დადებითად შეფასდა.

აღნიშნულ პერიოდში მოხდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შეთანხმება და დოკუმენტების შემუშავება, რომლებიც ამ ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის ღვინით ვაჭრობის პროცედურებს ამარტივებს. 2014 წლის აგვისტოში, თბილისში გამართულ WWTG-ის პლენარულ შეხვედრაზე მიღებულ დოკუმენტს - ღვინის შემადგენლობისა და პოტენციური დამაბინძურებლების ანალიტიკური მეთოდოლოგიისა და მარეგულირებელი შეზღუდვების შესახებ, ორგანიზაციაში დღესაც „თბილისის განცხადება" ეწოდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics