|
2024-04-10 11:27:53, 334 ნახვა
საზოგადოება
SOLO-ს მხარდაჭერით, 11-14 აპრილს თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა გაიმართება
11-14 აპრილს, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელოვნებო ღონისძიება - „თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა“ (TAF) ექსპოჯორჯიას საგამოფენო სივრცეში გაიმართება. TAF-ის გენერალური სპონსორია SOLO. ბაზრობა ფართო აუდიტორიისთვის 11 აპრილს, 17:00 საათიდან გაიხსნება და მისი დათვალიერება 14 აპრილის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. ღონისძიება თბილისში შეკრებს ხელოვანებს, გალერეებს, კურატორებს, კრიტიკოსებსა და კოლექციონერებს სხვადასხვა ქვეყნიდან. ამასთან,მასშტაბური გამოფენა-გაყიდვის გარდა, დამთვალიერებელს შესაძლებლობას მისცემს, იხილოს ქართველი და უცხოელი არტისტების კურირებული გამოფენები, მონაწილეობა მიიღოს მასტერ კლასებში, დაესწროს Art Talk-ებს და მრავალფეროვან პარალელურ პროგრამას. წელს, გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 30-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო გალერეა,რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის არტისტებს წარადგენენ. Hive-დამოუკიდებელი არტისტების სივრცეში კი 45 ხელოვანის ნამუშევარი იქნება წარდგენილი „თბილისის ხელოვნების ბაზრობის წლევანდელი გამოცემა ყურადღებას ამახვილებს იმ პროცესებზე, სადაც მთავარი შთაგონების წყარო მასალაა; აჩვენებს იმ ხელოვანების შემოქმედებით გზას, რომლებიც სხვადასხვა მედიუმის ულევი შესაძლებლობების დახმარებით, წარმოსახვას რეალობად აქცევენ. TAF - ის პლატფორმაა, რომელიც შემოქმედებას მნიშვნელოვნად აფასებს და იმ „გამომგონებელ“ ხელოვანებს წარადგენს, ვისთვისაც მასალა და მისგან წამოსული პროცესები მათ შემოქმედებას განსაზღვრავს და ვისთვისაც, თანამედროვე ხელოვნების ინოვაციურ პროცესებთან მოსარგებად, ჩვეული ნორმების ახლებურად გადაწერა, უცხო სულაც არ არის. TAF 2024-ის მონაწილე ხელოვანები ტრადიციებსა და სიახლეებს, ისტორიულ წარსულსა და ტექნოლოგიურ განვითარებას შორის არსებულ კავშირზე გვიამბობენ, საუკუნის დროინდელ ტექნიკურ მეთოდებს ახალ სიცოცხლეს ჩუქნიან და ტექნოლოგიის უახლეს მიღწევებს აფასებენ“, - აღნიშნავენ TAF-ის გუნდში. „SOLO კულტურული ინიციატივების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, წელს ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო ხელოვნების ღონისძიების მხარდამჭერები ვართ. ინიციატივის ფარგლებში, ExpoGeorgia-ს საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იქნება როგორც ქართველი, ასევე უცხოელი არტისტების ნამუშევრები, რომლებსაც ლოკალური და საერთაშორისო გალერეები წარადგენენ. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ხელოვანების ახალ ნამუშევრებს და აღმოაჩინონ მათთვის საინტერესო ნიმუშები. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული ინიციატივა, ხელს შეუწყობს ქართველი არტისტების ხელოვანთა საერთაშორისო ქსელში კიდევ უფრო მეტად ინტეგრაციას და ამასთან, უკეთ გააცნობს ქართულ ხელოვნებასა და კულტურას საერთაშორისო დონის გალერეებს, მათ წარმომადგენლებსა და არტისტებს“, - აღნიშნავს ეთერ ირემაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე. TAF 2024-ის ფარგლებში დაგეგმილი არტისტების კურირებული გამოფენების, მასტერ კლასების, Art Talk- ების და მრავალფეროვანი პარალელური პროგრამის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე. საგამოფენო სივრცე ფართო აუდიტორიისთვის ღია იქნება 11 აპრილს 17:00-დან 21:00 საათამდე, 12-14 აპრილს კი 12:00 საათიდან 20:00 საათამდე.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)