|
2024-04-10 11:18:38, 284 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ვიქტორას პრანკიეტისს შეხვდა
საქართველოსა და ლიეტუვას შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის აგრარულ საკითხთა კომიტეტის დელეგაციის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა. მინისტრმა ლიეტუვის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის მჭიდრო პარტნიორულ თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. „გასული წლის ბოლოს, ჩვენმა ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, რასაც წინ მთელი რიგი რეფორმები უძღოდა. დღეს ჩვენ უფრო მეტი ინტენსიობით ვაგრძელებთ ამ პროცესს, რათა ქვეყანა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს. ამ გზაზე ჩვენი მეგობრების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ. ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვიქტორას პრანკიეტისის განცხადებით, საქართველოს და ლიეტუვას ერთნაირი ისტორიული წარსული აქვთ, ამიტომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოსთვის ლიეტუვის გამოცდილება განსაკუთრებით საინტერესოა. „ევროკავშირის წევრობა არ არის მიზანი, რომელსაც მიაღწევ და ამით ყველაფერი მთავრდება, ეს უწყვეტი პროცესია. მჯერა, რომ ძალიან მალე ერთად ვიქნებით ევროკავშირის დიდ ოჯახში. ჩვენ ჩამოვედით იმისთვის, რომ გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება, მოგისმინოთ თქვენ და გაგიწიოთ მხარდაჭერა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“, - აღნიშნა ვიქტორას პრანკიეტისმა. აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის,აგროსასურსათო პროდუქტის ექსპორტის მიმართულებით, ლიეტუვა ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორია. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)