|
2024-04-08 11:43:51, 332 ნახვა
საზოგადოება
ბაღების სააგენტოსა და ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვებს“ შორის არსებული თანამშრომლობა ფართოვდება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვებს“ (Save the Children) შორის არსებული თანამშრომლობა 2024-2025 წლებში კიდევ უფრო გაღრმავდება, რომლის ფარგლებშიც, ახალი, ერთობლივი პროექტები განხორციელდება. ორწლიანი თანამშრომლობის მემორანდუმს სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახა აბულაძემ და ორგანიზაცია Save the Children-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, თამარ გოლუბიანმა მოაწერეს ხელი. მხარეთა შეთანხმების მიზანია სკოლამდელი და ადრეული აღზრდისა და განათლების სისტემის მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს მეთოდოლოგიურ გაძლიერებას, თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებასა და ინკლუზიური განათლების ხელშეწყობას. პროექტები უკვე რამდენიმე წელია ხორციელდება, თუმცა მასშტაბები ყოველ წელს იზრდება. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომელსაც ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“ თბილისის ბაღებში ახორციელებს, ე.წ. ჰართის (HEART) მეთოდოლოგიის ინტეგრირებაა. პროგრამა, რომელიც ხელოვნების გზით აღსაზრდელების განათლებასა და გაჯანსაღებას ისახავს მიზნად, უკვე დაინერგა დედაქალაქის 100 საბავშვო ბაღში, გადამზადებულია 700-მდე აღმზრდელი, წელს კი, ეს რიცხვი 500-ით გაიზრდება. სააგენტო და ორგანიზაცია გააგრძელებენ და გააფართოებენ ჰუმანიტარულ პროექტებს უკრაინიდან ლტოლვილი ოჯახების შვილებისთვის, სადაც 900-მდე ბავშვმა უკვე მიიღო მომსახურება, სასკოლო მზაობის პროგრამას კი 70 ბავშვი გაივლის. მხარეები ასევე, შეთანხმდნენ ერთობლივი სასწავლო ცენტრის დაფუძნების შესახებ. „მნიშვნელოვანი სიახლეებით გრძელდება ჩვენი მრავალწლიანი თანამშრომლობა. 2024-2025 წლებში, მემორანდუმის ფარგლებში, გათვალისწინებულია ადრეული და სკოლამდელი განათლების სექტორის თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დაარსება და აღჭურვა, „ჰართის“ ტრენინგების ჩატარება და ცენტრის უწყვეტი ფუნქციონირების მხარდაჭერა. ჩვენი თითოეული პროექტის მიზანია, სისტემის უწყვეტი განვითარება, პერსონალის მხარდაჭერა, საერთაშორისო სტანდარტებისა და სიახლეების დანერგვა“, - განაცხადა კახა აბულაძემ და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ინიციატივებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)