|
2024-04-05 10:55:09, 374 ნახვა
საზოგადოება
იური ნოზაძე მცენარეთა გენეტიკური რესურსების საერთაშორისო ექსპერტს, პეტრა ენგელს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე მცენარეთა გენეტიკური რესურსების საერთაშორისო ექსპერტს, პეტრა ენგელს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა პროექტის „მცენარეთა გენეტიკური რესურსების კონსერვაციის ფორმებს შორის in-situ, ex-situ,on-farm კავშირის გაძლიერება“ მიმდინარეობის საკითხები განიხილეს. იური ნოზაძემ მცენარეთა გენეტიკური რესურსების აღდგენა-კონსერვაციის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და ყურადღება ამ პროცესში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის როლზე გაამახვილა. „სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გენეტიკური რესურსების მოძიების, დაცვისა და კონსერვაციის მიმართულებით აქტიურად მუშაობს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მცენარეთა გენეტიკური რესურსების კონსერვაციის მიმართულებით ეფექტიანი თანამშრომლობა მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა ამ კუთხით ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების პროცესში“, - აღნიშნა იური ნოზაძემ. პეტრა ენგელის განცხადებით, საქართველოს სურსათის წარმოებისა და სოფლის მეურნეობისთვის მცენარეთა გენეტიკური რესურსების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებაში გაწევრიანება მნიშვნელოვანი პროგრესია, რაც, პროექტთან ერთად, ხელს შეუწყობს ქვეყნის მდიდარი მცენარეული გენეტიკური რესურსის დაცვას და მართვას. სწავლებების და ექსპედიციების ჩატარების პარალელურად, პროექტის ძირითადი ამოცანებია, საერთაშორისო გენბანკებიდან ქართული წარმოშობის მცენარეთა გენეტიკური რესურსების დაბრუნება, შეგროვილი მასალის აგრომორფოლოგიური დახასიათება; ასევე, იდენტიფიცირებული, მაღალი ხარისხის ნაციონალური კოლექციის სათესლე მასალაზე მეცნიერებისთვის და ფერმერებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. აღსანიშნავია, რომ პროექტი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)