|
2024-04-04 12:31:18, 318 ნახვა
საზოგადოება
რაჭაში დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს
რაჭაში, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს. რაჭის ეროვნული პარკის განვითარების ხელშეწყობისთვის დაგეგმილი პროექტების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებისა და მათი მიმდინარე პროცესში ჩართვის მიზნით, შეხვედრები გაიმართა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ხონჭიორი, ნიკორწმინდა, ჭელიაღელე, ველევი, ხოტევი, ასევე, ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში: გომი, ჯინჭვისი. შეხვედრის მონაწილეებმა ეროვნული პარკის საზღვრების დაზუსტებისა და დემარკაციის საკითხები განიხილეს. ადგილობრივი თემის წარმომადგენლებმა პროცესში ჩართული კომპეტენტური პირებისგან მიიღეს ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე. „მნიშვნელოვანი შეხვედრები ჩავატარეთ რაჭის მოსახლეობასთან. კონსტრუქციული საუბარი შედგა, სადაც განვიხილეთ ახლადდაარსებული რაჭის ეროვნული პარკის განვითარების გეგმები, მიმდინარე საქმიანობები და დაგეგმილი პროექტები; ადგილობრივ თემთან ერთად ვიმსჯელეთ დაცული ტერიტორიის დაარსების შედეგად მოსახლეობის სარგებლის მიღების შესაძლებლობებზე", - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კარლო ამირგულაშვილმა. რაჭაში შეხვედრები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, ადგილობრივ მთავრობასთან თანამშრომლობით ჩატარდა. შეხვედრებში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, კავკასიის ბუნების ფონდის (CNF), დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციების ქსელის და საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფის Gopa colsulting წარმომადგენლებმა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლები შეხვედრებს გამართავენ ყველა თემის და სოფლის დაინტერესებულ წარმომადგენლებთან. შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობა ჩართული იქნება საჯარო განხილვებში. შეხვედრებზე მოსახლეობა დეტალურად გაეცნობა რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნით და გაფართოებით რეგიონში გარემოს დაცვის საკითხებს, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაძლიერების შესაძლებლობებს. შეხვედრებისა და განხილვებისას ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გამოთქმული მოსაზრებები და რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება სამუშაო პროცესებსა და აქტივობებში. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)