|
2024-04-04 11:19:38, 409 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ახალგაზრდებისთვის შექმნილი Code IT-ის პროექტი გრძელდება
"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით, უკვე მეორე წელია, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ახალგაზრდებისთვის პროექტს „Code IT” ახორციელებს. წელს Code It-ის პროგრამაში მონაწილეობა 150-მა ახალგაზრდამ მიიღო. ტრენინგები კი საქართველოს მასშტაბით არსებულ ტექნოპარკებში იმართებოდა, მათ შორის: ოზურგეთში, ბათუმში, ზუგდიდში, სენაკში, კასპში, გურჯაანში, თელავში, ახმეტაში, პანკისსა და თბილისში. ინიციატივის ფარგლებში, ახალგაზრდები ესწრებოდნენ Web Design-ისა და Web Development-ის მიმართულებით გამართულ ტრენინგებს, რაც შესაძლებლობას აძლევდა მათ, შეეძინათ საბაზისო ცოდნა და გამოცდილება კოდინგის სფეროში. „საქართველოს ბანკში" გვჯერა ახალგაზრდების და მათი პოტენციალის. სწორედ ამიტომ, მიზნად ვისახავთ ხელი შევუწყოთ მათ განვითარებას და მომავლის პროფესიებით დაინტერესებას. Code IT-ის პროექტი ეს არის შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის, დაეუფლონ კოდინგის საფუძვლებს, შეიძინონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული გამოცდილება, რაც დაეხმარება მათ მომავალში, განვითარდნენ აღნიშნული მიმართულებით და ჩამოყალიბდნენ სფეროს პროფესიონალებად. ჩვენ კი არ ვჩერდებით და აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ შევქმნათ განათლების შესაძლებლობები“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, "საქართველოს ბანკის" კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი. ინფორმაციისთვის, სატრენინგო მოდული Web პროგრამირების სამ მიმართულებას აერთიანებს: HTML & Css; JavaScript & Responsive Page; React. ლექციები ონლაინ იმართება, მოსწავლეები კი შეხვედრებს ტექნოპარკებიდან ესწრებიან. ყოველი სატრენინგო სესიის დასრულების შემდეგ, მონაწილეები იღებენ დავალებებს, რომელსაც ჯგუფურად, ე.წ. Peer-to-Peer სწავლების მეთოდოლოგიაზე დაფუძნებით ასრულებენ. პროგრამის მონაწილეები პრაქტიკული სავარჯიშოებით, თეორიულ ცოდნას იღრმავებენ. კურსის დასასრულს კი საბოლოო პროექტებს წარადგენენ, სადაც მათ მიერ მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ფასდება. შემაჯამებელი პროექტები ბაზარზე არსებულ კომპანიებს ეგზავნებათ, რაც ინტერესის შემთხვევაში, პროგრამის მონაწილეებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის.
ზელენსკიმ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ დაწესება მოსთხოვა
მაჭავარიანი – „ენჯეოებმა“ სააკაშვილისგან იგრძნეს ბულინგი, წნეხს ვერ გაუძლეს და შეიყვანეს სიაში
მიხეილ სააკაშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად, დიდი მადლობა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
გერმანიაში დაზიანებული სადენების გამო, დიდ ქალაქებს შორის რკინიგზის მოძრაობა შეფერხდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)