|
2024-04-04 11:14:12, 347 ნახვა
საზოგადოება
ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ალტერნატივებზე გადასვლის საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის (ეგპ) გარემოსდაცვითი და ეკონომიკური კუთხით მისაღები ალტერნატივების საკითხი სახელმწიფო, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების მონაწილეებმა სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ნორვეგიის ელჩის მოადგილე რებეკა ლი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში დაგლას უები. სოლომონ პავლიაშვილმა ნორვეგიის მთავრობას ნარჩენების მართვის კუთხით გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ნარჩენების მართვის ეროვნული გეგმის შესრულების პროცესში დონორი ორგანიზაციების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. „პლასტიკის ნარჩენების შემცირების კუთხით სამინისტრომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, მიუერთდა მაღალი ამბიციის კოალიციას, რომელიც 2040 წლისთვის პლასტიკის ნარჩენებით დაბინძურების დასრულებას ითვალისწინებს. ნარჩენების მართვაში ყველაზე დიდი გამოწვევა სწორედ პლასტიკის ნარჩენების შემცირებაა, ვინაიდან ის მთელი ნარჩენების 15-16% მოიცავს. იმისთვის, რომ ქვეყანა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მწვანე ეკონომიკური ზრდა და ევროპის მწვანე შეთანხმების გზით სიარული“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა. შეხვედრის ფარგლებში, კვლევის „პოლიტიკის შეჯამება: ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ბაზარი, მაგალითები და რეკომენდაციები“ შედეგები წარადგინეს. დოკუმენტი მოიცავს ევროდირექტივების იმპლემენტაციის წარმატებულ მაგალითებს, ასევე არსებულ გამოწვევებს და ზოგად რეკომენდაციებს პოლიტიკის განმსაზღვრელი სტრუქტურებისთვის. „პლასტიკით დაბინძურება გლობალური პრობლემაა, ეს საკითხი როგორც საქართველოში, ასევე ნორვეგიაში მწვავედ დგას. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ მიმართულებით საქართველოში ძალიან ბევრი ნაბიჯია გადადგმული, საქართველო მაღალი ამბიციის კოალიციას შეუერთდა, შემუშავდა პლასტიკის პრევენციის ეროვნული პროგრამა. მდგრადი და მწვანე საქართველოს მისაღებად საჭიროა დრო, რესურსი და ენერგია, ამიტომ, რაც უფრო მეტ დაინტერესებულ მხარეს ჩავრთავთ ამ პროცესში, მით უფრო გრძელვადიანი და მდგრადი შედეგი გვექნება. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას, რათა შეამციროს პლასტიკით დაბინძურება, ეს ხელს შეუწყობს როგორც გარემოს დაცვას, ადამიანების ჯანმრთელობას, ასევე ეკონომიკურ კეთილდღეობას“, - აღნიშნა ნორვეგიის ელჩის მოადგილემ რებეკა ლიმ. სამუშაო შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ნორვეგიის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)