2024-04-03 14:05:13, 279 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მეთხილე ფერმერებისთვის აგრობარათებზე ქულების დარიცხვა დაიწყო
თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თხილის კადასტრში ბაღების რეგისტრაციის პარალელურად, აგროქულების დარიცხვის პროცესი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 30 აპრილის ჩათვლით, თხილის კადასტრში დარეგისტრირებულ ყველა ფერმერს შესაბამისი ქულები დაერიცხება. „პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 40 000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღია რეგისტრირებული. მეთხილე ფერმერებმა თხილის კადასტრში რეგისტრაციისათვის სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებს უნდა მიმართოთ. ბაღების რეგისტრაცია 2024 წლის 30 აპრილის ჩათვლით განხორციელდება. ქვეყნის მასშტაბით, სოფლის განვითარების სააგენტოს 9 რეგიონული სამსახური ფუნქციონირებს. სოფლებში თხილის კადასტრის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელების ფერმერებთან შეხვედრები უკვე ჩატარდა. სოფლის განვითრების სააგენტო ფერმერებს და დაინტერესებულ მხარეებს შეახსენებს, რომ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში უნდა გააჩნდეს თხილის ბაღი, ჯამურად არანაკლებ 0.2 ჰა და არაუმეტეს 3 ჰა. სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 500 ლარით 1 ჰა თხილის ბაღზე გადაანგარიშებით. პროგრამაში ჩართულ პირებზე სუბსიდია გაიცემა ლიბერთი ბანკის აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით. აგრობარათის გასააქტიურებლად ან ახალი ბარათის ასაღებად, ბანკში ვიზიტამდე, ბარათზე ქულების დარიცხვის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია ლიბერთი ბანკის ვებგვერდზე https://myliberty.ge/?id=agro სპეციალიზებულ აგრომაღაზიებში დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2024 წლის 31 აგვისტო. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს, თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, აგრობარათზე ქულა დაერიცხა 61,418 უნიკალურ ბენეფიციარს, ფართობმა შეადგინა 43,952 ჰა. დარიცხული ქულების ეკვივალენტი ოდენობაა 21,976,355 ლარი, საიდანაც ბენეფიციარების მიერ განაღდებულია 20,922,693 ლარი. თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა ხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), ალექსი მამულია - ციხის პირობებში შეზღუდული აბსოლუტურად არაფერში არ ვიყავით ზეწოლას და ძალადობას ადგილი არ ჰქონია
ჯო უილსონი - ირაკლი რუხაძე ივანიშვილის რეჟიმის მთავარი პროპაგანდისტია, სანქციები გზაშია
ზელენსკიმ თქვა, რომ ომის დასაწყისში მას პუტინისგან ულტიმატუმი წაუყენეს, რომ მედვედჩუკი უკრაინას უხელმძღვანელებდა.
გიორგი გახარია - ივანიშვილი დიდი ხანია მემუქრება მე და ჩემს ოჯახს, სხვადასხვა ფორმით და გზებით
|
რედაქტორის რჩევით
დონალდ ტრამპი: მეორედ თეთრ სახლში - რა შეიცვლება წინა პრეზიდენტობისგან განსხვავებით
2004 წლიდან დღემდე, ბაიდენის ადმინისტრაცია პირველია, რომლის სახელმწიფო მდივანიც საქართველოს არ სწვევია
ომი უკრაინაშიტრამპმა გენერალ კელოგს უბრძანა უკრაინის ომი დასრულოს 100 დღეში
ვოლოდიმირ ზელენსკი ისრაელის პრეზიდენტს შეხვდა
ვიდეო/LIVE საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი
კონგრესმენი უილსონი - სევდიანი დილაა მოსკოვის, თბილისის,თეირანის დიქტატორებისთვის, ტრამპი დაბრუნდა
მთავარი თემა
|