07:32 - 14 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-02 16:31:04, 320 ნახვა

საზოგადოება
მერია - აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა. თბილისის მერიის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამის მომსახურე რეაბილიტაციის ცენტრში „კარავი“ ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ღონისძიებას დედაქალაქის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე და საკრებულოს დეპუტატები დაესწრნენ.

გარდა ამისა, სტუმრებმა აღნიშნულ ცენტრში თერაპიული სეანსების სივრცეები დაათვალიერეს და სეანსების  მიმდინარეობის პროცესს გაეცნენ.

„კარავი“ თბილისის მერიის პროგრამაში ახლად ჩართული რეაბილიტაციის ცენტრია და მასში, პროგრამის ფარგლებში, აბილიტაციის კურსს 100 ბავშვი და მოზარდი გადის.  „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამაში, დამატებით 250 ბავშვი და მოზარდი ჩაერთო და დღეიდან, მერიის პროგრამით, საჭირო სეანსები უკვე 2 100 ბენეფიციარს უფინანსდება“, - განაცხადა გელა ჩივიაშვილმა. 

პროგრამის ფარგლებში, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებს და მოზარდებს, ინდივიდუალური გეგმით განსაზღვრული, მინიმუმ ერთსაათიანი თერაპიული სეანსები უფინანსდებათ. ინდივიდუალური განვითარების გეგმა პროგრამის მოსარგებლეზე მორგებულ სეანსებს და მათ რაოდენობას განსაზღვრავს, რაც პროგრამის მოსარგებლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან შეთანხმებით ხორციელდება. თბილისის მერიის  ვაუჩერის ღირებულება ერთი ბენეფიციარისთვის წელიწადში 5 400 ლარია.

პროგრამას სერვისის მიმწოდებელი 10 დაწესებულება ემსახურება და მოსარგებლე პირები საჭირო სეანსებს უწყვეტ რეჟიმში იღებენ.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იაპონელი ძიუდოისტი, ჯოშირო მარუიამა დაქორწინდა
ბელარუსი ოპოზიციონერები ვიქტორ ბაბარიკო და მარია კოლესნიკოვა უკრაინაში გადაიყვანეს
ჰოლივუდის მსახიობი პიტერ გრინი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა
ლუკაშენკომ 123 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა, მათ შორის კოლესნიკოვი, ბიალაცკი და ბაბარიკო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი