|
2024-03-29 11:58:07, 729 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის პროექტი სამუშაო შეხვედრაზე განიხილა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის ერთობლივი პროგრამის „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის მიერ მომზადებული სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის პროექტის განსახილველად სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სახეობათა აღდგენის დოკუმენტი, ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) პრინციპების შესაბამისად, მოიცავს სახეობებს, რომელთა აღდგენა ეროვნულ დონეზე უნდა განხორციელდეს. სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმა იქნება სახელმძღვანელო დოკუმენტი სახელმწიფო, არასამთავრობო, სამეცნიერო სექტორისთვის და დონორი ორგანიზაციებისთვის, სახეობათა აღდგენის ქმედებების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის. "საქართველოს ექნება გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა აღდგენის ეროვნული გეგმა და სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით გავაგრძელებთ ჩვენი მდიდარი ბიომრავალფეროვნების აღდგენას. ბოლო ასწლეულში ათეულობით სახეობა გადაშენდა ან გადაშენება ემუქრება. თანმიმდევრული პოლიტიკა, სამეცნიერო დასაბუთება და საჭირო ფინანსების მობილიზების საფუძველი, ეროვნული აღდგენის გეგმაა”, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კარლო ამირგულაშვილმა. სამუშაო შეხვედრას ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის საკოორდინაციო საბჭოს წევრები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროექტი, „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, 2021 წლიდან ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის გაუმჯობესებას, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და აღდგენის ხელშეწყობას, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას და სამინისტროსა და მასში შემავალი უწყებების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)