21:37 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-27 14:04:44, 647 ნახვა

საზოგადოება
გენერალურ პროკურატურაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე ტაჯიკეთის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე ტაჯიკეთის რესპუბლიკის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გენპროკურატურა ავრცელებს.

გენპროკურატურის ცნობით, გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით გამართულ შეხვედრას ტაჯიკეთის რესპუბლიკის პროკურატურის, სამინისტროების, პრეზიდენტის აპარატის და ტაჯიკეთის რესპუბლიკაში გაეროს ბავშვთა ფონდის ოფისის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნათია მერებაშვილმა, დელეგაციის წევრებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში პროკურატურის მიერ განხორციელებული რეფორმებისა და მიღწეული შედეგების შესახებ ინფორმაცია გააცნო.

ტაჯიკეთის რესპუბლიკის დელეგაციის ხელმძღვანელმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ალიზოდა ნიგინამ, თავის მხრივ, პროკურატურის წარმომადგენლებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების იმპლემენტაციის და შემდგომი სრულყოფის პროცესში გასათვალისწინებელი მნიშვნელოვანი საკითხების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა და შემდგომი თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

საქართველოს პროკურატურა, წარმატებული გამოცდილების გაზიარების მიზნით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე საინფორმაციო სახის შეხვედრებს დაინტერესებული ქვეყნების სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან სამომავლოდაც გააგრძელებს",- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ დაწესება მოსთხოვა
მაჭავარიანი – „ენჯეოებმა“ სააკაშვილისგან იგრძნეს ბულინგი, წნეხს ვერ გაუძლეს და შეიყვანეს სიაში
მიხეილ სააკაშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად, დიდი მადლობა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
გერმანიაში დაზიანებული სადენების გამო, დიდ ქალაქებს შორის რკინიგზის მოძრაობა შეფერხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics