|
2024-03-24 12:56:22, 578 ნახვა
საზოგადოება
მურუსიძე - მე ვარ კეთილსინდისიერი მოსამართლე - არავინ აპირებს კეთილსინდისიერების შემოწმებას, ჩანს, ბევრს განაჩენი წინასწარ გამოუტანეს
მე ვარ კეთილსინდისიერი მოსამართლე - აქ არავინ აპირებს კეთილსინდისიერების შემოწმებას იქედანაც ჩანს, რომ ძალიან ბევრ მოსამართლეს წინასწარ გამოუტანეს განაჩენი,- ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან მურუსიძემ განაცხადა. როგორც მურუსიძემ მოსამართლეთა კონფერენციის დაწყებამდე აღნიშნა, ე.წ. ვეტინგი კეთილსინდისიერებას არ ეხება. "ვეტინგთან“ დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ზოგადად, როდესაც რამე ცუდი უნდა განხორციელდეს, ყოველთვის წინა პლანზე წამოწევენ ხოლმე კეთილშობილურ მიზანს. მოცემულ შემთხვევაში საუბრობენ კეთილსინდისიერებაზე. "ვეტინგთან“ დაკავშირებით, რაც ჩვენ პრაქტიკა გვაქვს ალბანეთში, უკრაინასა და მოლდოვაში, იქ მოსამართლეების შემოწმება არ ხდება კეთილსინდისიერების მიხედვით, რასაც პრაქტიკა გვაჩვენებს. რეალურად მოხდა, ფაქტობრივად, სპეცოპერაცია და სასამართლოს დაქვემდებარება კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიმართ. მაგალითად, ალბანეთში ცნობილია, რომ თვითონ ამერიკელი სენატორები აყენებდნენ საკითხს, რომ ამერიკელი მოქალაქეების გადასახადი მენეჯმენტის მიერ გამოიყენება არაკეთილსინდისიერად და იქ არ ხდება მოსამართლეების შემოწმება კეთილსინდისიერების მოტივით, არამედ სურთ, სასამართლო სისტემა დაუქვემდებარონ მოქმედ პარტიას. რაც შეეხება უკრაინას, ჯერ პრეზიდენტ პოროშენკოს დროს მოხდა მოსამართლეთა "ვეტინგი“. ის მოსამართლეები, რომლებიც დატოვეს, მომდევნო პრეზიდენტის დროს განხორციელდა "ვეტინგი“ და გაყარეს. დიდი ალბათობით, ვფიქრობ, შემდეგი პრეზიდენტი როცა იქნება უკრაინაში, იმ მოსამართლეებს გაყრის, რომლებსაც ახლა შეარჩევენ. ჯერ საუბარი მიდიოდა იმაზე, რომ წლების განმავლობაში მიდის სასამართლოს დისკრედიტაცია, მიდის პირდაპირ მოსამართლეების დევნა, დემონიზაცია, ანუ ქმნიდნენ ნოყიერ ნიადაგს იმისთვის, რომ მოხდეს სასამართლო სისტემიდან მოსამართლეების გაყრა. ვისი ინტერესია? ვინც გამოდის და ვინც იძახის, რომ ქვეყანას არ აქვს სასამართლო სისტემა და ესენი არიან კორუმპირებულები, სპეციალურად ქმნიან ამ აჟიოტაჟს და საფუძველს, ის ადამიანები ცდილობენ, დაიქვემდებარონ სასამართლო. მე ვარ კეთილსინდისიერი მოსამართლე. მოვუწოდებ ყველას, პოლიტიკოსები იქნებიან თუ არასამთავრობი სექტორი, ზუსტად იმაზე რომ არის საუბარი, რომ აქ არავინ აპირებს კეთილსინდისიერების შემოწმებას იქედანაც ჩანს, რომ ძალიან ბევრ მოსამართლეს წინასწარ გამოუტანეს განაჩენი. ხომ შეიძლება მოხდეს ისე, რომ ჩატარდეს "ვეტინგი“ და გავიაროთ კეთილსინდისიერების ტესტი. წინასწარ როდესაც აცხადებ, რომ სასამართლო სისტემაში არიან კორუმპირებულები და წინასწარ გაქვს მოსაზრება გამოთქმული, მიზანმიმართულად იძახი, რომ ეს მოსამართლეები არიან გასაყრელი სასამართლო სისტემიდან, აქედან გამომდინარე კეთილსინდისიერება არ გაინტერესებს",- განაცხადა მურუსიძემ.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)