|
2024-03-22 14:21:41, 608 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - ყაზბეგისკენ მიმავალ გზას რუსეთისკენ მიმავალ გზად ფუთავთ? - ჩემი თხოვნა იქნება, თქვენ ძველი გზით იაროთ
დარიალის ხეობაში არსებული საავტომობილო გზა უმძიმეს მდგომარეობაშია და გადაადგილების სხვა ალტერნატივაა საჭირო, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სტეფანწმინდა-გველეთის საავტომობილო გზის 4.5-კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ახალი გზა მოემსახურება როგორც ქვეყნის მოქალაქეებს, ისე საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს. „თქვენ აღნიშნულ გზას რუსეთისკენ მიმავალ გზად ფუთავთ? ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ გაქვთ მონაცემები, ყაზბეგისკენ რამდენი ადამიანი გადაადგილდება, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ან თუნდაც ქვეყანაში ჩამოსული სტუმრები? არსებული გზა უმძიმეს მდგომარეობაშია. როდესაც ეს პროექტი განხორციელდება, ჩემი თხოვნა იქნება, თქვენ არ იაროთ ამ გზით, იარეთ ძველი გზით“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის თქმით, ვისაც ქვეყნის განვითარება და წინსვლა უხარია, ის გადაადგილებისთვის მოწესრიგებულ საავტომობილო გზებს გამოიყენებს. „ქვეყანაში მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება: კახეთის მიმართულებით, დასავლეთის მიმართულებით, მიმდინარეობს ავტობანის მშენებლობაც. როგორ არ უნდა გიხაროდეს ადამიანს ავტობანი, რომელიც რიკოთზე კეთდება და ბათუმში ძალიან სწრაფად ჩაგვიყვანს? ასევე, გზა კახეთის მიმართულებით, რომელიც ძალიან კარგია. თქვენ თუ გიხარიათ არსებული გზით სიარული, მაგალითად როდესაც გუდაურში ან ყაზბეგში მიდიხართ, გააგრძელეთ და იმ გზაზე იარეთ. ვისაც ეს ქვეყანა უყვარს და უხარია მისი განვითარება, წინსვლა, ის ივლის ახალი, მოწესრიგებული ავტობანებით“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაული არჩევნებზე - მოქმედი მოსამართლე პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს
კალაძე 4 ოქტომბერს დაკავებულებზე: მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)