|
2024-03-20 14:06:03, 388 ნახვა
საზოგადოება
გომელაური მაშველებზე - დიდი გამოწვევა იყო რაჭაში მომხდარი ტრაგედია, ჩვენ ყველამ ვნახეთ, როგორ თავდაუზოგავად მუშაობდნენ - მინდა მადლობა ვუთხრა მათ
დიდი გამოწვევა იყო რაჭაში მომხდარი ტრაგედია, ჩვენ ყველამ ვნახეთ როგორ თავდაუზოგავად, 24 საათიან, უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ ბიჭები. მე მინდა მადლობა ვუთხრა მათ ამისთვის და მთელი წლის მანძილზე გაწეული თავდადებული სამუშაოსთვის, - ამის შესახებ განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, მეხანძრე-მაშველებმა მთელი წლის განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, 24 საათის განმავლობაში დაუღალავად მუშაობენ. „ამ დიდი ტრაგედიის დროს მოქალაქეებთან ერთად ჩვენ დავკარგეთ ძალოვანი სისტემის თანამშრომლები, მე მინდა პატივი მივაგო მათი და შინაგან საქმეთა სამინისტროს გმირულად დაღუპული ყველა თანამშრომლის ხსოვნას. მიუხედავად მეხანძრე-მაშველების ძალიან ბევრი გმირული მაგალითისა, პოლიტიკოსებისგან, თუ პოლიტიკურად ანგაჟირებული პირებისგან ბევრი შეურაცხმყოფელი, არასწორი და ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა მეხანძრე-მაშველების დღევანდელი აღჭურვილობისა და სამუშაო პირობების შესახებ. ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ, თუმცა იყო ბევრი მხარდაჭერაც. მე მინდა მოგახსენოთ, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დღეს არის ყველაზე ძლიერი, ვიდრე აქამდე ყოფილა ეს სამსახური. 2023 წელი მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის. ჩვენმა გმირმა მეხანძრე-მაშველებმა მთელი წლის განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, 24 საათის განმავლობაში დაუღალავად მუშაობენ. მთელმა მსოფლიომ გაიგო ქართველი მაშველების გმირობის შესახებ მაშინ, როცა გასულ წელს რამდენიმე ასეული მეხანძრე-მაშველი თურქეთში გაემგზავრა და უწყვეტ რეჟიმში ჩაერთო ძებნა-შველისა და გადარჩენის ღონისძიებებში. ჩვენ ვნახეთ დამსახურებული მადლობები, როგორც რიგითი მოქალაქეების, ასევე, თურქეთის ხელისუფლების უმაღლესი პირებისგან“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)