01:39 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-15 11:59:26, 818 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტი - „ფესვები“, რომელიც აჭარიდან უნდა ჩამოსულიყო, გზიდან გააბრუნეს - თუ ეს არ არის კულტურული ბოლშევიზმი, არ ვიცი, ამას რას ჰქვია

ძალიან სამწუხაროა, რომ ანსამბლი "ფესვები", რომელიც აჭარიდან უნდა ჩამოსულიყო, გზიდან გააბრუნეს იმიტომ, რომ თურმე, პრეზიდენტის სასახლეში ნებადართული არ არის მოღვაწეობა,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში, მაღალმთიანი აჭარის ფოლკლორის საღამოზე განაცხადა.

პრეზიდენტმა მომხდარს "კულტურული ბოლშევიზმი" უწოდა. 

"თქვენ თავად იფიქრეთ, საიდან მოვიდა ასეთი მითითება და რას ნიშნავს ეს?! თუ ეს არ არის კულტურული ბოლშევიზმი, მე არ ვიცი, ამას რას ჰქვია. სამწუხაროა, მე მინდა, მათ ჩემი სახელით ბოდიში მოვახსენო იმისთვის, რომ ამ ფორმით გზიდან გააბრუნეს და მინდა, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში დღეს ასეთი რაღაცები შეიძლება ხდებოდეს",- განაცხადა ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics