|
2024-03-15 10:18:42, 783 ნახვა
საზოგადოება
რაჭაში, დაცული ტერიტორიების განვითარების შესაძლებლობების განხილვის მიზნით, სამუშაო შეხვედრები გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, რაჭაში, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში დაცული ტერიტორიების განვითარების შესაძლებლობების განხილვის მიზნით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა. შეხვედრებზე საუბარი შეეხო რაჭაში დაცული ტერიტორიების განვითარებისა და ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის პოტენციალის შესწავლის მნიშვნელობის საკითხებს. „მოგეხსენებათ, რაჭის რეგიონი განსაკუთრებული ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოსახლეობის ჩართულობითა და მათთან კონსულტაციების საფუძველზე, რაჭაში, დაცული ტერიტორიების განვითარებით და ახალი დაცული ტერიტორიების პოტენციალის შესწავლით, ხელი შევუწყოთ უნიკალური ეკოსისტემების, ლანდშაფტების დაცვას და რეგიონის ეკონომიკური და ტურისტული შესაძლებლობების განვითარებას“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კარლო ამირგულაშვილმა. აღსანიშნავია, რომ გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული 6 წლიანი პროგრამა, „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“ რომელსაც, დაცული ტერიტორიების სააგენტო ახორციელებს, სოციალურ-ეკონომიკური კომპონენტის ფარგლებში, თემის საჭიროებებზე მორგებული ინიციატივების უზრუნველყოფას ითვალისწინებს. აღნიშნულის ფარგლებში, დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივი თემების წარმომადგენლებთან და დაინტერესებულ მხარეებთან, სადაც მოხდება თემის საჭიროებების იდენტიფიცირება და მათ საჭიროებებზე მორგებული სოციალურ-ეკონომიკური პროექტების განხორციელება. შეხვედრებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მერიის, საკრებულოს, ადგილობრივი თემებისა და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)