02:21 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-13 11:45:11, 691 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერი A კატეგორიის ტაქსის ნებართვის მფლობელებს მოუწოდებს, ნებართვები 1-ელ აპრილამდე გააქტიურონ

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე  A კატეგორიის ტაქსის ნებართვის მფლობელებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ გაუაქტიურებელი ნებართვები 1-ელ აპრილამდე გააქტიურონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ავტომატურად გაუქმდება. 

მისი განცხადებით, მესაკუთრეები, ვისაც აღნიშნული ნებართვების შენარჩუნების სურვილი აქვთ, ნებართვების გააქტიურების შესახებ ინფორმაციას ვებგვერდზე - taxi.tbilisi.gov.ge და ასევე, თბილისის მერიის ცხელ ხაზზე მიიღებენ. 

„ტაქსების რეფორმა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით რამდენიმე ეტაპი უკვე განხორციელდა. მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო A კატეგორიის ტაქსის ნებართვის მფლობელებს, რომ თუ ჯერ კიდევ არ გაგიაქტიურებიათ ნებართვა, ის 1-ელ აპრილამდე გაააქტიურეთ. გასული წლის პირველი აპრილიდან ეს ნებართვები ტაქსის მფლობელებს საკუთრებაში გადავეცით, რომელიც გააქტიურებისთვის ერთწლიან ვადას ითვალისწინებდა. აღნიშნული ვადა უკვე იწურება. შესაბამისად, იჩქარეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებართვები გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ, როგორც ვებგვერდზე - taxi.tbilisi.gov.ge, ასევე, თბილისის მერიის ცხელ ხაზზე“, - განაცხადა თბილისის მერმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics