|
2024-03-11 11:27:50, 658 ნახვა
საზოგადოება
მერია - კახა კალაძე „მასტერ ლიგის“ მხარდაჭერისა და მის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე „მასტერ ლიგის“ დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მან იმედი გამოთქვა, რომ ტურნირში წელსაც ბევრი ახალგაზრდა იქნება ჩართული. „ბევრი ყოფილი ფეხბურთელი მონაწილეობს ამ ტურნირში და ბედნიერი ვარ, რომ ამ ტურნირის დაფუძნების თანამონაწილე ვარ. საქართველოში განსაკუთრებით უყვართ ფეხბურთი და იმ ახალგაზრდებისთვის, ვისაც სურვილი აქვთ, დაკავდნენ სპორტით, აღნიშნული ტურნირი ამის ძალიან მაგარი შესაძლებლობაა. წლიდან წლამდე ეს ტურნირი ძალებს იკრებს და დარწმუნებული ვარ, წელსაც ბევრი ახალგაზრდა იქნება ჩართული“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ერთიანი ძალისხმევით, ახალი თაობა დაინახავს, რამდენად მნიშვნელოვანია სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი. დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხატა ტურნირის ორგანიზატორებსა და სპონსორებს. „მასტერ ლიგის“ მხარდაჭერისა და მის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დედაქალაქის მერი, უკვე მეორედ, მადლობის სიგელით დაჯილდოვდა. გარდა ამისა, კახა კალაძე წლევანდელი „მასტერ ქაფის“ საუკეთესო ბომბარდირად დასახელდა. ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ დასავლეთ და აღმოსავლეთ „მასტერ ლიგების“, ასევე, „მასტერ ლიგა 3“-ის, „მასტერ ლიგა 2“-ის, „მასტერ ლიგა 1“-ის, „თბილისის მერიის თასის“ და „მასტერ ქაფის“ ტურნირების მონაწილე საუკეთესო ფეხბურთელები და გუნდების მენეჯერები, მათ შორის თბილისის მერიისა და მერიის უსაფრთხოების სამსახურის გუნდებიდან. 7x7 ფეხბურთის ასოციაცია, უკვე მეექვსე წელია, ორგანიზებას უწევს 7x7 საფეხბურთო ჩემპიონატებს, რათა ხელი შეეწყოს ფეხბურთის ამ სახეობის პოპულარიზაციას, ჯანსაღი და სპორტული ცხოვრების წესის დამკვიდრებას, პროფესიონალური, ნახევრად პროფესიონალური და სამოყვარულო საფეხბურთო ლიგების ჩამოყალიბებას. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)