|
2024-03-09 13:24:56, 766 ნახვა
საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის საგრანტო ხელშეკრულებები გაფორმდა
დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის, 6 მილიონ ლარამდე ღირებულების, საგრანტო ხელშეკრულებები გაფორმდა. ხელშეკრულებები დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების საოპერაციო ხარჯებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ხელშეკრულებებს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ბესიკ კუსიდმა და კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ელიზაბეტ მესუდმა მოაწერეს. „დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს შორის, 6 წლის ვადით, გაფორმდა ხელშეკრულებები, რომლებიც დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციებს საოპერაციო ხარჯებით, ხოლო თანამშრომლებს სახელფასო დანამატებით უზრუნველყოფს. წლების განმავლობაში, დაცულ ტერიტორიების სააგენტო კავკასიის ბუნების ფონდთან (CNF) წარმატებით თანამშრომლობს როგორც დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის განვითარების, ასევე სააგენტოს ინსტიტუციური გაძლიერების და თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლების მიმართულებით. შედეგად, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მრავალი წარმატებული ინიციატივა განხორციელდა“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის განმავლობაში, დაცული ტერიტორიების სააგენტომ, კავკასიის ბუნების ფონდისგან, 7 მილიონ ლარზე მეტი დაფინანსება მიიღო. მხარეებს შორის გაფორმებულია არაერთი საგრანტო ხელშეკრულება, რომლებიც აკმაყოფილებს დაცული ტერიტორიების სააგენტოს საჭიროებებს და ხელს უწყობს დასახული მიზნების სათანადოდ შესრულებას.
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)