03:13 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-08 13:41:33, 833 ნახვა

საზოგადოება
8 მარტთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების ჩართულობით, კამპანია „არა ნიშნავს არას“ იგეგმება

ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან (8 მარტი) დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების ჩართულობით, კამპანია "არა ნიშნავს არას" იგეგმება. 

კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი აქტივობების განხორციელება:  

  • საინფორმაციო პოსტერების სერია ინფორმირებული თანხმობის, სტამბოლის კონვენციის, სქესობრივ დანაშაულებთან დაკავშირებით არსებული საერთაშორისო პრაქტიკის, სხეულებრივი ავტონომიის და სხვა საკითხების შესახებ;
  • ონალიან შეხვედრების სერია, ინფორმირებული თანხმობის და სქესობრივ დანაშაულებთან თანაკვეთაში მყოფი სხვა საკითხების შესახებ;
  • საინფორმაციო სტატია ინფორმირებული თანხმობის შესახებ.

საინფორმაციო კამპანია დაგეგმილია ფემინისტური საინიციატივო ჯგუფის მიერ: საქართველოს შემეცნებითი ცენტრი, ფემინა, ახალგაზრდა ფემინისტები, ნაამბობი, კომლი, ფუსფუსი და  ლესბოსური წინააღმდეგობა.

ამჟამად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი გაუპატიურებას განსაზღვრავს ისე, რომ მასში უგულებელყოფილია თანხმობის არარსებობის საკითხი. ქართლი კანონმდებლობა გაუპატიურებას ცნობს მხოლოდ ძალადობის, ძალადობის მუქარის ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენების შემთხვევაში რის შედეგადაც კანონი დაუსჯელს ტოვებს სექსუალური სახის უამრავ დანაშაულს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, უნდა იყოს დასჯადი.

სექსუალურ ძალადობაში დამნაშავეები საქართველოში ისჯებიან მხოლოდ მაშინ თუ მოძალადემ გამოიყენა ფიზიკური ძალა, რის შედეგადაც მსხვერპლმა მიიღო ფიზიკური დაზიანებები. ფიზიკური დაზიანებების არ არსებობის შემთხვევაში კანონი არ გვაძლევს საფუძველს ვიდავოთ გაუპატიურების მუხლით, რადგან მასში არ  არის გათვალისწინებული თანხმობის კომპონენტი.

საინფორმაციო კამპანია 8 მარტს გაიხსნება და 30 მარტს დასრულდება. თითოეული ღონისძიების შესახებ ინფორმაცია ფემინისტური საინიციატივო ჯგუფის წევრების სოციალური მედიის არხებში განთავსდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics