|
2024-03-06 10:10:02, 612 ნახვა
საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტო თბილისის ეროვნულ პარკში კეთილშობილი ირმის აღდგენის პროექტს იწყებს
დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრს (CTC) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მიზნად ისახავს თბილისის ეროვნულ პარკში კეთილშობილი ირმის პოპულაციის აღდგენის ღონისძიებების განხორციელებას. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ინიციატივა bp-ს ფინანაური მხარდაჭერით განხორციელდება. "კეთილშობილი ირემი საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობაა და, დღეისათვის, გადაშენების კრიტიკულ ზღვარს მყოფი სახეობების კატეგორიაში შედის. მემორანდუმს ხელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ბესიკ კუსიდმა და ტრენინგისა და კონსულტაციის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირინა ხანთაძემ მოაწერეს. ღონისძიებას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და bp-ს საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი საქართველოში რუსუდან მეძმარიაშვილი ესწრებოდნენ. მემორანდუმის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, მოხდება თბილისის ეროვნული პარკისთვის კეთილშობილი ირმის სახეობის აღდგენის გეგმის შემუშავება და აღდგენილ სახეობებზე პოტენციური ზეგავლენის დადგენის მიზნით, ტერიტორიის დეტალურად შეფასება და ადგილობრივი ჰაბიტატების იდენტიფიცირება. კეთილშობილი ირმის კონსერვაცია ეროვნულ პრიორიტეტს წარმოადგენს. კონსერვაციის სამოქმედო გეგმის თანახმად, თბილისის ეროვნული პარკი ირმის პოპულაციის აღდგენისთვის პრიორიტეტულ ტერიტორიად განისაზღვრა. პარკში კეთილშობილი ირმის დაბრუნება, მათი სხვა ტერიტორიებიდან გადმოყვანის გზითაა დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად მუშაობს საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნების დაცვა-აღდგენის მიმართულებით და, ამ მიზნით, არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კომპანიას bp-ს შორის წლებია მჭიდრო თანამშრომლობა ჩამოყალიბდა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი პროექტი ხორციელდება, მათ შორის, დაცული ტერიტორიების სისტემის მდგრადი განვითარების გაძლიერების, ბიომრავალფეროვნების დაცვის, ეკოტურიზმის პოტენციალის გაზრდის და დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიმართულებით",- აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)