|
2024-03-05 16:01:26, 729 ნახვა
საზოგადოება
კალაძე ყაზბეგის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე - აღნიშნული ტერიტორია ჯერ კიდევ გიგი უგულავას მერობის დროს გასხვისდა და იგი არ ეკუთვნის ადიკო ივანიშვილს
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მედიასთან საუბრისას გამოეხმაურა ყაზბეგის გამზირის 37 ნომერში მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას და განაცხადა, რომ აღნიშნული ტერიტორია ჯერ კიდევ 2011 წელს, გიგი უგულავას მერობის დროს გასხვისდა. კახა კალაძემ მიზანმიმართული სპეკულაცია უწოდა მშენებლობასთან ადიკო ივანიშვილის კავშირზე გავრცელებულ ინფორმაციას და თქვა, რომ პროექტთან ადიკო ივანიშვილის არანაირი შეხება არ აქვს. „ტყუილია ეს, არასწორი ინფორმაცია არის. მიზანმიმართულად მიმდინარეობს სპეკულაციები აღნიშნულ საკითხზე. თანმიმდევრულად რომ მივყვეთ, მე გეტყვით რეალობა რა არის და სწორი ინფორმაცია რა არის. აღნიშნული ტერიტორია 2011 წელს იქნა გასხვისებული. ამ დროს დედაქალაქის მერი გახლდათ გიგი უგულავა. აღნიშნული ტერიტორია გასხვისდა დეველოპერული პროექტის განხორციელების მიზნით. მე მოვისმინე, რომ თითქოს იქ საბავშვო ბაღი იყო. მე არ ვიცი ჩვენამდე რა იყო, თუმცა შემიძლია გითხრათ, 2010 წელს საბავშვო ბაღი არ ყოფილა. იქვე ახლოს ყაზბეგის 35-ში ჩვენ გვაქვს სახელმწიფო ბაღი, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს და ხაზს ვუსვამ, რომ აღნიშნული ტერიტორია გასხვისებულია 2011 წელს მშენებლობის მიზნით. დღეს მისი მფლობელი არ არის ადიკო ივანიშვილი, რომელიც თქვენ დამისახელე. ეს არის ტყუილი და არასწორი ინფორმაცია. ეს არ არის მისი საკუთრება ან თუნდაც ყოფილიყო მისი საკუთრება, რა წარმოადგენს პრობლემას? არ აქვს ბიზნესის განხორციელების უფლება? მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მას არანაირი კავშირი არ აქვს აღნიშნულ პროექტთან“, - განაცხადა თბილისის მერმა. კახა კალაძემ სრული სიცრუე უწოდა ინფორმაციას იმასთან დაკავშირებითაც, რომ მშენებლობით უკმაყოფილო ადგილობრივი მოსახლეობის ზარებს მუნიციპალური ინსპექცია რეაგირების გარეშე ტოვებს. მისი თქმით, აღნიშნულის საკითხი სწორედ მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ ადგილზე მოიკვლია და დაადგინა, რომ მშენებლობის ნებართვა კანონის რული დაცვით არის გაცემული. „სამშენებლო ნებართვა არის კანონის სრული დაცვით გაცემული არსებული ზონირების და გეგმარების ფარგლებში. შემოსული იყო შეტყობინება მუნიციპალურ ინსპექციაში. ინსპექცია ადგილზე იყო მისული და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სამშენებლო ნებართვა კანონის სრული დაცვით არის გაცემული და არანაირი ადიკო ივანიშვილის ინტერესს ეს პროექტი არ წარმოადგენს და არც მისი საკუთრებაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)