|
2024-03-01 14:12:06, 916 ნახვა
საზოგადოება
გენპროკურატურის წარმომადგენლებმა USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში - „გავხადოთ მართლმსაჯულება ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი“ მონაწილეობა მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას გენპროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, კონფერენცია ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა გახსნა. "კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ პარლამენტის, სახალხო დამცველის, სასამართლოს, ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული დახმარების და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონფერენციაზე განხილული იქნა სამართლის უზენაესობის და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობა, კერძოდ კი მართლმსაჯულების პროცესში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მიღწევები და გამოწვევები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მოწყვლადი ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობის საკითხებზე. საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ლონდა ბიჭიკაშვილმა ისაუბრა პროკურატურის, როგორც მართლმსაჯულების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური რგოლის როლზე დაზარალებულთა უფლებების დაცვის მიმართულებით, ასევე, ხაზი გაესვა პროკურატურის ძალისხმევას საპროკურორო საქმიანობის ხარისხის ამაღლების, საერთაშორისო სტანდარტების და მიდგომების დანერგვის კუთხით, რაც გავლენას ახდენს როგორც პროცესის მონაწილეებზე, ასევე, საზოგადოების წევრებზე, მათ უსაფრთხოებაზე, დანაშაულის პრევენციაზე და ადამიანის უფლებების დაცვაზე. განსაკუთრებით აღინიშნა პროკურატურის ინიციატივით განხორციელებული რეფორმები და მიღწეული პროგრესი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის და ოჯახში ძალადობის, აგრეთვე, სქესობრივი დანაშაულებისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილი დანაშაულების კუთხით. ლონდა ბიჭიკაშვილმა მადლობა გადაუხადა დონორ საერთაშორისო ორგანიზაციებს ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით პროკურატურის მიერ განხორციელებული აქტივობების მხარდაჭერისთვის",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)