07:38 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-29 12:06:47, 630 ნახვა

საზოგადოება
ჯიღაურაში სტუდენტებისთვის ტრენინგი ჩატარდა

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე ვაზის სხვლა-ფორმირების თემაზე აგრონომიული და მევენახეობა-მეღვინეობის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის ტრენინგი ჩატარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს.

მათი ცნობით, ტრენინგის მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია ვაზის ჯიშების მახასიათებლებზე, სანერგე მეურნეობის სერტიფიცირების და ჯანსაღი ნერგის წარმოების პროცესებზე, ვენახის აგროტენქოლოგიაზე, ნიადაგის შერჩევასა და სწორი საძირის გამოყენებაზე, ასევე, რეგიონებისთვის ვაზის ჯიშების სწორედ შერჩევაზე და ნერგის დარგვის წესებზე. ტრენინგის მონაწილეებმა ვენახის სხვლა-ფორმირებაში მიიღეს მონაწილეობა.

„სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების პარალელურად, ახალგაზრდების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აქტიურად თანამშრომლობს უმაღლეს სასწავლებლებთან და სტუდენტურ ორგანიზაციებთან. სექტორში მეტი მცოდნე და პროფესიონალი კადრის არსებობა ხელს შეუწყობს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარებას. სტუდენტებისთვის სხვადასხვა საინტერესო თემაზე ტრენინგების ჩატარება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ.

მომავალ აგრონომებს და მევენახეებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ ცენტრის საქმიანობა და მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით არსებული პროექტებიც გააცნო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics